საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/171961.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

7663

უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-28 19:45:00

მეცნიერებისთვის ცნობილ ყველაზე მძლავრ კოსმოსურ აფეთქებას გამა-გამოსხივების აფეთქებებს უწოდებენ — სიკვდილი კოსმოსიდან — იმდენად მძვინვარე კოსმოსური მოვლენა, რომ მის სასტიკ ინტენსიურობას მხოლოდ თავად დიდი აფეთქება თუ აღემატება.  

ახლახან, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი ენერგიის ერთ-ერთ ასეთ ძალადობრივ აფეთქებას უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდა, როდესაც მათ შორეული, გიგანტური ვარსკვლავის გამანადგურებელი სიკვდილი ისე იხილეს, როგორც აქამდე არასოდეს. 

„გამა-გამოსხივების აფეთქებები  მზეზე 50-ჯერ მასიური ვარსკვლავების აფეთქებასთან  დაკავშირებული კატასტროფული მოვლენებია“, — განმარტავს მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარი ელეონორა ტროია. 

„სულ რამდენიმე წამში, ამ პროცესის დროს შესაძლებელია იმდენი ენერგიის გამოყოფა, რამდენის გამომუშავებისთვისაც ჩვენი მზის მსგავს ვარსკვლავს მთელი თავისი სიცოცხლე დასჭირდებოდა“. 

მიიჩნევა, რომ ასეთი ინტენსიური ანთებები სულ ხდება, მაგრამ იმის წყალობით, რომ მათ ადგილი აქვთ დედამიწიდა მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკებში, მომაკვდავი ვარსკვლავიდან სინათლის სიჩქარით ამოტყორცნილი ნაწილაკების ჭავლები ჩვენამდე ვერ აღწევს. 

იმის გამო, რომ ასეთი აფეთქებების პროგნოზირება შეუძლებელია, მეცნიერთათვის მასზე დაკვირვება ადვილი არაა; ამას ემატება ისიც, რომ ეს მოვლენები როგორც წესი, სულ რაღაც რამდენიმე წამს გრძელდება. 

ეს კაშკაშა აფეთქება იმით იყო გამორჩეული, რომ მისი გამა-გამოსხივების ნაკადების დანახვა დედამიწიდან, ტელესკოპებით შევძელით. 

„გამა-გამოსხივების აფეთქებები დრო-სივრცეში აბსოლუტურად შემთხვევით ხდება, შესაბამისად, არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, სად ან როდის გამოჩნდება ისინი“, — უთხრა IBTimes UK-ს მკვლევარმა კაროლ მუნდელმა. 

„ანთება ძალიან ძლიერი და ხანმოკლე იყო და გაგრძელდა მხოლო ერთ წამს, სანამ მთავარი აფეთქება დაიწყებოდა, შესაბამისად, ჩვენი ტელესკოპები მზად იყო ხილული სინათლის დასაფიქსირებლად. იგი იმდენად კაშკაშა იყო, რომ რომ მისი დანახვა ბინოკლითაც კი შეიძლებოდა რაც უიშვიათესი შემთხვევაა“. 

ამ მოვლენაზე უპრეცედენტო დაკვირვება 2016 წლის 25 ივნისს განხორციელდა და მას GRB 160625B უწოდეს. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა იგი დაგვეხმაროს გავიგოთ თუ როგორ ხდება ზოგადად გამა-გამოსხივების აფეთქებები. 

მეცნიერთა აზრით, ასეთი აფეთქებები ხდება მაშინ, როდესაც მომაკვდავი ვარსკვლავი კოლაფსირდება, რათა შავ ხვრელად გადაიქცეს. როდესაც ეს პროცესი ხდება, ნაწილაკთა ჭავლები ნაკადების სახით გამოიტყორცნება, მაგრამ ამ დრომდე, მეცნიერები დარწმუნებულნი არ იყვნენ, ამ ჭავლებს მატერია აკონტროლებდა თუ შავი ხვრელის მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ველი.  

ახალი კვლევის მიხედვით, კომპრომისი ამ ფენომენის ყველაზე აკურატულ ხედში უნდა ვეძებოთ. 

„საზოგადოებაში დიქტომია გაჩნდა. ვიპოვეთ მტკიცებულება ორივე მოდელისთვის, რაც გვაფიქრებინებს, რომ გამა-გამოსხივების აფეთქებას ორმაგი, ჰიბრიდული ბუნება აქვს“, — განმარტავს განცხადებაში ტროია. 

„ეს ჭავლები მაგნიტურით იწყება, მაგრამ ზრდასთან ერთად, მაგნიტური ველი დეგრადირდება და უპირატესობას კარგავს. ჭავლებზე დომინანტობას უკვე მატერია იღებს, თუმცა ხანდახან, მაინც ჩნდება დარჩენილი მაგნიტური ველის კვალი“. 

ეს ნაკადი NASA-ს ფერმის გამა-გამოსხივების კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა, დაკვირვება კი სულ მალე, კანარის კუნძულების ტეიდეს ობსერვატორიაში არსებული რუსული ტელესკოპით —  MASTER-IAC-ით განხორციელდა, რა დროსაც ასევე გამოვლინდა, რომ თავდაპირველი, აფეთქების ყველაზე კაშკაშა ფაზა გამოწვეული იყო სინქროტრონული რადიაციით, რაც მაშინ ხდება, როდესაც ელექტრონები გამრუდებულ, სპირალურ გზაზე ჩქარდება.  

მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი შესაძლოა ყოფილიყო რადიაციის ორი სხვა ფორმა — შავი ხვრელების რადიაცია და ინვერსიული კომპტონის ეფექტი, მაგრამ GRB 160625B-ის მიერ წარმოქმნილი სინათლის ნაკადის პოლარიზაციის დონე გვაფიქრებინებს, რომ ყველაზე უკეთესი კანდიდატი სინქროტრონული რადიაციაა.  

ეს ინფორმაცია შესაძლოა დაგვეხმაროს, ნათელი მოვფინოთ ათწლეულების საიდუმლოს — რა მართავს გამა-გამოსხივების აფეთქებებს? თუმცა, მკვლევრები კარგად აცნობიერებენ იმასაც, რომ ამ ინტენსიური ნაკადების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. 

უფრო მეტის შესწავლა კი მოითხოვს კიდევ ერთ დაკვირვებას ასეთ მოვლენაზე, იმედია ჩვენგან ისევ ძალიან შორს. მაგრამ როგორც მკვლევრები აღიარებენ, არ არსებობს არანაირი მეთოდი, რომელიც გვეტყოდა თუ კიდევ როდის, სად ან რა სიძლიერის აფეთქება მოხდება კიდევ; ასევე, იქნება თუ არა ის ისეთივე ძლევამოსილი, როგორიც GRB 160625B იყო.  

„ამ აფეთქების გადაღება მოყვარულ ასტრონომსაც შეეძლო, თუკი ის ღამის ცის შესაბამის მონაკვეთს ბინოკლით უყურებდა“, — უთხრა ტროიამ Gizmodo-ს. 

„ის ძალიან, ძალიან კაშკაშა იყო და საკმაოდ დიდხანსაც გრძელდებოდა, მოვლენა სრულიად უნიკალური იყო“. 

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 







მომზადებულია Gizmodo-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის
წაკითხვა
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მოშორ
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
ასტრონომებმა აფეთქებული ვარსკვლავის გულის 3D გამოსახულება შექმნეს
ასტრონომებმა აფეთქებული ვარსკვლავის გულის 3D გამოსახულება შექმნეს
დაახლოებით 30 წლის წინ, ასტრონომები უიშვი
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა
მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინა
მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინა
2017 წლის 13 მაისს, იუტის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის პედაგოგმა, NASA
წაკითხვა
რა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის სუპერნოვა და რა მანძილიდან გამოიწვევს ის სიცოცხლის გადაშენებას
რა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის სუპერნოვა და რა მანძილიდან გამოიწვევს ის სიცოცხლის გადაშენებას
თუკი 2 მილიონი წლის წინ იცხოვრებდით და ცა
წაკითხვა
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია,  რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ მალე განვითარებული
წაკითხვა