საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162151.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

862

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

სალომე სილაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-24 13:40:00

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება, - ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც თემურ თორდინავამ აღნიშნა, ტექნიკური პრობლემები ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წლებში ხშირად ფიქსირდებოდა აღარ განმეორდება, რადგანაც ბაღებში ჯგუფების დამატებით ადგილების რაოდენობა გაიზარდა. 

მისივე თქმით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება - რეგისტრაციის პროცედურებზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი განცხადებით, რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის kids.org.ge-ს საშუალებით. პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები. 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში. 

„ჯამში, 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის თბილისის ბაღებში შესაძლებელი იქნება დამატებით 13 000-მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა და ის ფაქტი, რომ მოთხოვნა საჯარო ბაღებზე დღითიდღე იზრდება, ადასტურებს ჩვენ მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურული თუ მეთოდოლოგიური მიმართულებით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ეფექტურობას,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ. 

სააგენტოს ხელმძღვანელმა ამ რეფორმების შესახებ დეტალურად ილაპარაკა. მისი თქმით, 2016 წელს თბილისში აშენდა და გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, ამჟამად, მიმდინარეობს 10 ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 5 უკვე სექტემბერში გაიხსნება. ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. 

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დავნერგეთ კვებით მომსახურებისა და სანიტარული ნორმების ახალი სტანდარტები, სრულად განვაახლეთ და თანამედროვე ინვენტარით აღვჭურვეთ სამზარეულო ბლოკები, მოვაწესრიგეთ გარე და შიდა ინფრასტრუქტურა, დავნერგეთ სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსტიტუტი და ამჟამად, მიმდინარეობს მათი გადამზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ასეთი სისტემური მიდგომით, ნდობა ბაღებისადმი არის მაქსიმალურად გაზრდილი და დღეს ჩვენ ბაღებში 770 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელი გვყავს,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ. 

მისივე თქმით, ხუთი ახალი ბაღი თბილისში გაიხსნება შემდეგ მისამართებზე: ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N4, ჩუღურეთის რაიონი - ჩიტაიას ქუჩა N6, საბურთალოს რაიონი - ვაშლიჯვრის დასახლება, სამგორის რაიონი - სოფელი წინუბანი, საბურთალოს რაიონი - გამსახურდიას (პეკინის) გამზირი N23, ხოლო მშენებლობა მიმდინარეობს სოფელი დიღომში, სოფელ გლდანში, სოფელ ფონიჭალშა, წყნეთში და სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-ში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პირები, რომლებსაც უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით არ ექნებათ, 2024 წლიდან ბაგა-ბაღებში პედაგოგებად ვერ იმუშავებენ
პირები, რომლებსაც უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით არ ექნებათ, 2024 წლიდან ბაგა-ბაღებში პედაგოგებად ვერ იმუშავებენ
პირები, რომლებსაც უმაღლესი განათლება სკოლ
წაკითხვა
ბაგა-ბაღების აღმზრდელებს გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს
ბაგა-ბაღების აღმზრდელებს გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს
ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს (თითოეულ ჯგუფში - მინიმუმ ერთს) პირველადი გადაუდე
წაკითხვა
საბავშვო ბაღების ფანჯრებზე ბადეების დამონტაჟება, ჯგუფებში კი ძიძების დამატება ათ დღეში დაიწყება
საბავშვო ბაღების ფანჯრებზე ბადეების დამონტაჟება, ჯგუფებში კი ძიძების დამატება ათ დღეში დაიწყება
თბილისის საბავშვო-ბაღების ფარნჯრებზე ბადე
წაკითხვა
თემურ თორდინავას ინფორმაციით, 206-ე ბაგა-ბაღში პედაგოგებმა ბავშვი უმეთვალყურეოდ დატოვეს და ამის შემდეგ გადმოხტა
თემურ თორდინავას ინფორმაციით, 206-ე ბაგა-ბაღში პედაგოგებმა ბავშვი უმეთვალყურეოდ დატოვეს და ამის შემდეგ გადმოხტა
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თ
წაკითხვა
ექიმის ინფორმაციით, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, თუმცა რთულია
ექიმის ინფორმაციით, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, თუმცა რთულია
მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის საუნ
წაკითხვა
ცესკო-ში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
ცესკო-ში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიისა და საარჩევნო ბლოკების მიერ სიების, მაჟორიტარი კანდიდატების და მერობის კანდიდატების წარ
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნებში ,„შენების მოძრაობა“ ეროვნული ფორუმის საარჩევნო რეგისტრაციის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას
თვითმმართველობის არჩევნებში ,„შენების მოძრაობა“ ეროვნული ფორუმის საარჩევნო რეგისტრაციის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,„შენების მოძრაობა“ ეროვნული ფორუმის საარჩევნო რეგისტრაციის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას. 
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციის მიზნით, ცესკო-ს ამ დროისთვის 10-მა პარტიამ მიმართა
თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციის მიზნით, ცესკო-ს ამ დროისთვის 10-მა პარტიამ მიმართა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციის მიზნით, ცესკო-ს ამ დროისთვის 10-მა პარტიამ მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე რეგისტრირებულია სამი პოლიტიკური გაერთიანება - „საქართვე
წაკითხვა