| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162255.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა
გამოქვეყნებულია 2017-05-25 11:06:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძების ინფორმაციით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, არსებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ახდენდნენ ახალი, ფიქტიური საწარმოების რეგისტრაციას, ხშირ შემთხვევაში იმავე მისამართზე, მათი ოჯახის სხვა წევრებზე, ხოლო შემდეგ, მოჩვენებითი გარიგებით, საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას. ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით, საწარმოს ხელმძღვანელების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულია 1 მილიონ ლარზე მეტი ზიანი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურ
წაკითხვა
დაკავება თაღლითობის ფაქტზე
დაკავება თაღლითობის ფაქტზე. ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულების სახით 14 პირი მისცა პასუხისგებაში.
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძი
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა „სიმ ბოქსის“ უკანონოდ ფუნქციონირების ოთხი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა ელექტრონული მოწყობილობის - ე.წ. „სიმ ბოქსის“ უკანონოდ ფუნქციონირების ოთხი ფაქტი გამოავლინა.
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ო
წაკითხვა
ყალბი 500 ევროიანების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძი
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძი
წაკითხვა
გიორგი სიგუა Gem Fest-თან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული
Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა აცხ
წაკითხვა
|