საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163032.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1413

უჩა ნანუაშვილი - არ უნდა გაჩნდეს ეჭვი, რომ სახელმწიფო გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-30 23:12:00

არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას, - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი აზრებაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს. შესაბამის განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 

„როგორც საქართველოს სახალხო დამცველისათვის გახდა ცნობილი, გუშინ, 29 მაისს, საღამოს, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. ოჯახის წევრის განმარტებით, მისი ჟურნალისტური საქმიანობა მიმართული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების გამოაშკარავებისაკენ. ამავე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აფგან მუხთარლის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კი უკვე მიმართეს პოლიციას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა ზომა დანაშაულის დროულად აღსაკვეთად, ხოლო შემდეგ – ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად. 

საქართველოს სახელმწიფომ სრულად უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის უფლების დაცვა. მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. 

საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა. არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიმდინარე წელს მიღებულ 2141 (2017) რეზოლუციაშიც მითითებულია აზერბაიჯანში დამოუკიდებელ მედიასა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებთან მიმართებაში არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ​ერთ-ერთი ადვოკატი საქართველოს მხარეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. ​​ნემეტ კარიმლი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს გაასაჩივრებს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის გადაცემა აზერბაიჯანისთვის საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან იყო საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ისინი აუცილებლად შეიტანენ სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ.

ოჯახის წევრების განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, გუშინ გაუჩინარდა.​ 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სახალხო დამცველი - არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები
სახალხო დამცველი - არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები
არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრო
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული
სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან
წაკითხვა
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
სახალხო დამცველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს.
წაკითხვა
ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს
ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლე
წაკითხვა
პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ
პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ
საქართველოს პარლამენტს ახალი სახალხო დამც
წაკითხვა
პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ
პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ
საქართველოს პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოუწევს, რადგან მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსულების ვადა მიმდინარე წლის
წაკითხვა
შსს - სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს პოლიციელთა უფლებები და არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე
შსს - სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს პოლიციელთა უფლებები და არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველის განცხადებებთან დაკავშირებით, საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: <
წაკითხვა
„საზოგადოება წამების წინააღმდეგ“ - სახალხო დამცველი საინფორმაციო კამპანიას იწყებს
„საზოგადოება წამების წინააღმდეგ“ - სახალხო დამცველი საინფორმაციო კამპანიას იწყებს
„საზოგადოება წამებ
წაკითხვა