საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/165875.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1725

სპორტული არხი, ახალი ვებპლატფორმა, "თვითმმართველობა 2017" - მნიშვნელოვანი პროექტები საზოგადოებრივზე

გამოქვეყნებულია 2017-06-19 12:02:00

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს დიდი განახლება. იცვლება მთლიანად ბადე, შემოდის ახალი გადაცემები, ქართული სერიალები, ზოგი არსებული გადაცემა კი მნიშვნელოვნად განახლდება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმ სახით, რაც დღესაა, არც ერთი გადაცემა არ დარჩება, ყველას შეემატება რაღაც ახალი, ეს კარგი და აუცილებელია და ამაზე, პირველ რიგში, მათი ავტორები მუშაობენ.

მისივე თქმით, საშემოდგომოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, რაც არ გაკეთებულა ათწლეულების მანძილზე, ფაქტობრივად, ახალი ტელევიზია იქმნება.

„გადაიარაღების პირველ ეტაპს მოვასწრებთ. გვინდა, რომ ამ ორ თვეში მოვახდინოთ ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა. ტელევიზიის პირველ კორპუსში კეთდება რემონტი, გვექნება მთლიანად ახალი ნიუსრუმი, სრულიად ახალ პრინციპებზე, ახალ ადგილზე, განახლებული ტექნიკით. ძალიან რთული პროცესია. ვმუშაობთ და 2018 წელს გვინდა, გავუშვათ ახალი არხი „საზოგადოება სპორტი“. რამდენიმე კვირაში ამ კონცეფციას განსახილველად წარვუდგენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანი განახლება იქნება შემეცნებით-გასართობი გადაცემების კუთხით, დასრულდა კონკურსი, რამდენიმე დღეში დასახელდება გამარჯვებული გადაცემები.

„ვფიქრობ, ბევრი საინტერესო გადაცემა იქნება. მიმაჩნია, რომ კონკურსმა გაამართლა. ვიღებთ სხვადასხვა ჟანრის სამ ქართულ სერიალს, რაც დიდი ხანია არ მომხდარა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ცალკე საუბრის თემაა და მალე დასრულდება მუშაობა — სოსო ჩხაიძის „შვიდკაცაზე“, რომელიც გვერდზე იყო გადაგდებული ათწლეულების განმავლობაში და მხოლოდ მისი მეუღლის ძალისხმევით გადარჩა. ვფიქრობ, ეს შვიდსერიანი ფილმი საუკეთესი საჩუქარი იქნება მაყურებლისათვის და ამავე დროს მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება ჩვენი კულტურისათვის.  დასრულდა მუშაობა და ტესტირებას გადის ახალი ვებგვერდი sazogadoebrivi.ge, რომელიც ჩვენი ვარაუდით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი ქართულ საინფორმაციო სივრცეში“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ წინასაარჩევნო პროექტს „თვითმმართველობა 2017“.

„ეს იქნება ძალიან დიდი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მაქსიმალურად შევეცდებით, მოქალაქეებთან მივიდეთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტის სოფლებში, სიტყვა გადავცეთ ადამიანებს და მთელ საქართველოს დავანახოთ, რას წარმოადგენს თვითმმართველობა. გვინდა, ძალიან სიღრმისეულად გავაშუქოთ ეს პროცესი. დებატებში მონაწილეობის უფლება მივცეთ რეგიონების წარმომადგენლებს და ეს ვანახოთ მთელ საქართველოს“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივთან ინტერვიუში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღე
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების  საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შერჩევით პირველი არხის ცხოვრებაში რამე კი არ დასრულდა, არამედ ძალიან დიდი პროცესი დაიწყო
ვასილ მაღლაფერიძე - ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შერჩევით პირველი არხის ცხოვრებაში რამე კი არ დასრულდა, არამედ ძალიან დიდი პროცესი დაიწყო
დღეს ისტორიული დღეა, რადგან ახალი შენობის
წაკითხვა