| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/166162.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 თინათინ ბერძენიშვილი - ევროპის მაუწყებელთა კავშირს ვეყრდნობით, როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენთან მკაცრი პირობებია რეკლამასთან და სპონსორობასთან დაკავშირებითთეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 20:33:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციები გაუწია. ჩვენ არ უნდა გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და იმ კანონმდებლობით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც ევროპაშია. თინათინ ბერძენიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული ტელევიზიების მინდორზე გადასვლას ცდილობს. ბერძენიშვილის თქმით, 2015 წელსაც იგივე დისკუსია იყო, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა აეკრძალა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან სწორედ ასეთივე და უფრო მძაფრი რეაქცია იყო და ცხადია, საკუთარ უფლებებს იცავს. კომერციულ ტელევიზიასთან გათანაბრების აბსოლუტურად ვერანაირ ანალოგს და პრობლემას ვერ ვხედავ. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობის გარდა, სტანდარტი აქვს - ევროპის მაუწყებელთა კავშირის გამოცდილება და პრაქტიკა. სხვათა შორის, სწორედ ამ ქარტიის ხელმომწერები ვართ, რომელშიც 54 ქვეყანასთან ერთად შევდივართ და იმ ღირებულებებს ვიზიარებთ, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირს აქვს. სწორედ მათ ვეყრდნობით, როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენთან მკაცრი პირობებია რეკლამასთან და სპონსორობასთან დაკავშირებით. ოთხი ქვეყნის გარდა, ასეთი შეზღუდვა არსად არის. როცა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი მსგავს წერილს პარლამენტის თავმჯდომარეს უგზავნის, ვფიქრობ, ეს მხოლოდ ფურცელი არ არის. ისინი იმ სტანდარტით ხელმძღვანელობენ, რომელიც ევროპაშია და ჩვენ რეკომენდაციას გვიწევენ, რომ ველოსიპედი არ გამოვიგონოთ და იმ კანონმდებლობით ვიხელმძღვანელოთ, რომელიც ევროპაშია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, 2015 წელს, სამწუხაროდ, ეს არავინ გაითვალისწინა და არც მოისმინა. „2017 წელს საკითხი კვლავ ამიტომ დადგა და მანამდე დადგება, სანამ ამ ორგანიზაციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრები იქნებიან და ზოგადად იმის, რომ მაუწყებელი იყოს წარმატებული, ინოვაციური და განვითარებული“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
დავით ჭიჭინაძე - პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება ხუთლარიან პერანგში ექვსი ლარი გადაიხადო, რაზეც ქალაქში იტყვიან, რომ ფული „იჭმევა“
ვიცით, რომ შოუები უცხოურია, მათ იძენენ და ყველა წარმატებული პროექტი პრაქტიკულად, შეძენელია. შ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრებად შესაძლოა, დარგის სპეციალისტები აირჩიონ
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრა
წაკითხვა
რატომ არ ჩაატარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზიტპოლი თვითმმართველობის არჩევნებზე
პირველი არხი ელოდება ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს, რომელიც დაახლოებით ღამის 12 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მ
წაკითხვა
|