საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185479.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

972

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრებად შესაძლოა, დარგის სპეციალისტები აირჩიონ

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 20:36:00

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრად ასარჩევ პირს ფუნქციების განხორციელებისთვის საკმარისი კვალიფიკაცია და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს - შესაბამისი ცვლილება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა.

ცვლილებების მიზეზად ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრად არჩევის კრიტერიუმების დახვეწა სახელდება.

ინიციატივის მიხედვით, სავალდებულოა, კომისიის ორი წევრი პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი იყოს, ერთი გაზმომარაგების და ერთი წყალმომარაგების სპეციალისტი.

ამასთან, პროექტით, ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა, ერთი წევრი შესაძლოა, პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი იყოს.

„აღნიშნული სპეციალისტები მაღალი დონის პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით უნდა გამოირჩეოდნენ. მარეგულირებელი კომისია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მნიშვნელოვანი და რთული პროცესების სწორად წარმართვაში დიდ როლს ასრულებს. დარგის განვითარებისთვის სწორი და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელია კომისიის წევრები იყვნენ მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი დარგის რეგულირება, მისი ექსპლუატაციისა და განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე უკეთესად სწორედ ამ დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ. ეროვნული ბანკი მხოლოდ ეკონომიკური დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო - იურისტებით, ასევე უნდა იყოს ნებისმიერი დარგის რეგულირების სფეროში. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში ასეთი ნორმა არ მოქმედებს, რაც კომისიის წევრების გარკვეული სუბიექტური მოსაზრებებით არჩევას არ გამორიცხავს“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ხუთი წევრისგან შედგება და წევრი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩევა.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე უკვე მიაღწია ზღურბლს, რომელიც პლანე
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სადავო მიმართულებები და მხარეთა პოზიციები „მოამბეში“
საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სადავო მიმართულებები და მხარეთა პოზიციები „მოამბეში“
უკვე დაგეგმილია, რომ მმართველი გუნდი რამდენიმე დღის წინ დამტკიცებულ დოკუმენტში კვლავ გეგმავს
წაკითხვა
ქვეყნის უზენაესი კანონის რეფორმირების ხმაურიანი პროცესი - 26 სექტემბერს პარლამენტში ცვლილებათა პაკეტს კენჭს უყრიან
ქვეყნის უზენაესი კანონის რეფორმირების ხმაურიანი პროცესი - 26 სექტემბერს პარლამენტში ცვლილებათა პაკეტს კენჭს უყრიან
ქვეყნის უზენაესი კანონის რეფორმირების, დაახლოებით ნახევარწლიანი, ხმაურიანი პროცესი, რამდენიმე დღეში დასრულდება. 
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფრო სწრაფი, თანამედროვე, საიმედო და ეფექტური მედიასაშუალება
არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფრო სწრაფი, თანამედროვე, საიმედო და ეფექტური მედიასაშუალება
19 სექტემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესა
წაკითხვა
პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
მაუწყებლობის შესახებ კანონში
წაკითხვა
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას არჩევნებამდე გეგმავს
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას არჩევნებამდე გეგმავს
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას არჩევნებამდე გეგმავს. 
წაკითხვა
IDFI-ის საკანონმდებლო წინადადება - დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება ინტერნეტში
IDFI-ის საკანონმდებლო წინადადება - დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება ინტერნეტში
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინს
წაკითხვა
29 აგვისტოს 18:00 საათიდან თბილისში,  ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება
29 აგვისტოს 18:00 საათიდან თბილისში, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 29 აგვისტოს 18:00 საათიდან, თბილისში,  ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდე
წაკითხვა