| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/176774.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 IDFI-ის საკანონმდებლო წინადადება - დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება ინტერნეტშიმაკა გაფრინდაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-09-01 09:50:00
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით განსაზღვრული „დაუშვებელი პროდუქციის ცნების“ კომპონენტები ვერ პასუხობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს და აღმოჩენილი ხარვეზების გასწორების მიზნით კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართავს. IDFI-მა დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი კომისიას უკვე გადაუგზავნა. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” დადგენილება, რომელშიც განსაზღვრულია „დაუშვებელი პროდუქციის ცნება” ანუ იმგვარი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც შეიძლება შეიზღუდოს ინტერნეტში. დადგენილება ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არაერთ საფუძველს, შესაბამისად, მისი პრაქტიკაში გაუმართლებლად და გადაჭარბებულად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებს სერიოზული საფრთხე შეექმნას. კვლევის მიზანია „დაუშვებელი პროდუქციის” ცნების განხილვა და იმის გარკვევა, თუ რამდენად პასუხობს მისი თითოეული საფუძველი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით განსაზღვრული „დაუშვებელი პროდუქციის ცნების“ კომპონენტები ვერ პასუხობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, აუცილებელად მიგვაჩნია, ეს პრობლემები საკანონმდებლო ცვლილებების გზით აღმოიფხვრას, რათა პრაქტიკაში თავიდან იქნეს აცილებული გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. სწორედ ამ მიზნით, IDFI-მ წარმოადგინა (ეროვნულ კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას გაუგზავნა) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, რომლის მიზანიც აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება და კანონმდებლობის დონეზე გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტების ამაღლებაა“, - აღნიშნულია IDFI-ის განცხადებაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრებად შესაძლოა, დარგის სპეციალისტები აირჩიონ
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრა
წაკითხვა
რამდენად მაღალია მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში - IDFI კვლევის შედეგებს აქვეყნებს
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI
წაკითხვა
სამუშაო ადგილზე სექსუალური ხასიათის შევიწროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს
სამუშაო ადგილზე სექსუალური ხასიათის შევიწროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. პარლამენტი საკითხის განსახილველად მზად არის.
წაკითხვა
IDFI - ეკონომიკის სამინისტროში 2016 წელს გაცემულმა პრემიამ და დანამატებმა 2 740 867 ლარი შეადგინა
IDFI-ის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში 2016 წელს გაცემულმა პრემიამ და დანამატებმა 2 74
წაკითხვა
IDFI-ი ხელისუფლებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის რეკომენდაციით მიმართავს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
წაკითხვა
IDFI საქართველოში ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობასა და კორუფციის მიმართ ბრძოლაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც საუბარია ქვეყანაში ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის გარდაუვა
წაკითხვა
IDFI - ოთხ წელიწადში საპატრულო პოლიციამ 5 მილიონ 112 ათასი ჯარიმა გამოწერა
ოთხ წელიწადში საპატრულო პოლიციამ 5 მილიონ
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილი - ევროპის მაუწყებელთა კავშირს ვეყრდნობით, როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენთან მკაცრი პირობებია რეკლამასთან და სპონსორობასთან დაკავშირებით
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუ
წაკითხვა
|