| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/166238.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩები ფეხბურთში საზოგადოებრივის მეორე არხზე გადაიცემამერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-21 12:52:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, ფეხბურთში ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩები დღეს, 21 ივნისს გაიმართება. აუტსაიდერი ქობულეთის „შუქურა“ „ჩელე-არენაზე“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლებს. თამაში 18:00 საათზე დაიწყება. ბათუმში ზღვისპირული დერბი შედგება. ადგილობრივი „დინამო“ „რაგბი არენაზე“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მეორე წრე ყველაზე პრინციპული ქართული ფეხბურთის დაპირისპირებით დასრულდება. „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. დედაქალაქელებმა მიმდინარე სეზონში ლიგაში ყველაზე მეტი (40) გოლი გაიტანეს და 40 ქულით ლიდერები არიან. ქუთაისელებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ და 37 ქულით მეორე ადგილს იკავებენ. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი 21:00 საათზე შემოგთავაზებთ. ფეხბურთში ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრები 20 ივნის დაიწყო. ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გამართული მატჩი სტუმრებმა 3:0 მოიგეს და საჩხერელებს ერთი ქულით გადაასწრეს. გოლები გიორგი რეხვიაშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ (დუბლი) გაიტანეს. „სამტრედიამ“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე გორის „დილა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. გორელები ბრაზილიელმა ჟან დერეტიმ ორჯერ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა გიორგი დათუნაიშვილისა და დავით რაჟამაშვილის გოლებით ანგარიში ორჯერვე გაათანაბრეს. 84-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა გორელთა მოთამაშე გიორგი პაპავა მოედნიდან გააძევა. ამით მასპინძლებმა სწრაფად ისარგებლეს: 87-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ გაიტანა და მოქმედ ჩემპიონს გამარჯვება მოუტანა 3:2. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, შესაძლოა, ნარკოტიკები დაუშვან
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეთა პროფკავშირი თერაპიული მიზნებისთვის მარიხუანას ლეგალიზა
წაკითხვა
„შუქურა“ „კოლხეთს“ მიუახლოვდა - ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტური დასრულდა
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტურის მატჩ
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „ლოკომოტივმა" აუტსაიდერი დაამარცხა
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტურის კიდე
წაკითხვა
სენსაციების დღე ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში - ლიდერები დამარცხდნენ
28 ოქტომბერს ეროვნული
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურასთან“ წააგო და მდგომარეობა გაირთულა
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს
წაკითხვა
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება. ტურის ცენტრალურ მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს. გათამაშების ლიდერი თბილისი
წაკითხვა
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, „კოლხეთი“ ფოთში ბრუნდება
ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ფოთის „კოლხეთი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. გუნდი, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, საკუთარ ქალაქში ითამაშებს. ამის შესახ
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური დღეს დასრულდება
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური დღეს
წაკითხვა
|