| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167037.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 კახა ბექაური - მაუწყებლის მოთხოვნა რეკლამასთან დაკავშირებით კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგებაგვანცა გავაშელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-27 11:36:00
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის კახა ბექაურის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა რეკლამასთან დაკავშირებით, კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. მისი თქმით, სარეკლამო ცვლილებების პროექტში, სიახლეები დაგეგმილია დღის ეთერში და თანაც, შეზღუდული ოდენობით. „როგორც მოგეხსენებათ, მაუწყებელი ითხოვს ლიმიტირებულ დროს მხოლოდ და მხოლოდ დღის ეთერში და ასევე, სასპონსორო მომსახურებას მხოლოდ და მხოლოდ გადაცემებში. ეს ევროპული სტანდარტებით დაშვებულია. ინიციატივა აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამ თემაზე ჩვენ უარყოფითი მოსაზრება არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ბექაურმა. საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის 13-მა წევრმა მოამზადა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის მეშვეობით მაუწყებლობს (რადიო, ტელევიზია, ვებპლატფორმა), ახალი რედაქციით ზუსტდება, რომ მან პროდუქციის (და არა ეთერის) არანაკლებ 25 პროცენტი დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს უნდა დაუთმოს. ცვლილებებით დამატებით განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება, რომ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამასთან, ინიციატივით, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს, კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთის), ყოველ საათში – 12 წუთს (ნაცვლად 6 წუთის, 10%-ის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). ასევე პროექტით დასაშვები ხდება, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებზე მსჯელობას სავარაუდოდ, რიგგარეშე ფორმატში დაიწყებს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
„დოიჩე ველეს“ წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ
საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს, დღეს მას "
წაკითხვა
პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
პირველი არხი კანონით განსაზღვრული ვალ
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის აუცილებლობაზე ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,
წაკითხვა
|