საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167291.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1587

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერმინალის ოპერატორი SSA Marine იქნება

გიორგი გიგანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-28 17:46:00

ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესი დასრულდა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადაწყვეტილებით პორტის ტერმინალ ოპერატორი წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine გახდა.

საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანია მონაწილეობდა. მსოფლიოს უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის SSA Marine-ის სათაო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine-ი მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ახდენს ოპერირებას და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

„მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და გვიხარია, რომ ჩვენს მსოფლიო კლასის ისეთ პარტნიორებს, როგორებიც არიან კონტი ჯგუფი, ვან ოორდი თუ სხვები, ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე კომპანია შეემატა. SSA Marine-ი მსოფლიოს უმსხვილესი პორტოპერატორია და მისი ქართულ პროექტში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი და საეტაპო მოვლენაა“,- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

"ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი პერსპექტიული და ამბიციური პროექტის პარტნიორები გავხდით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური არის ის, რაც საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს, რაც საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში ტვირთების გაზრდასა და სამხრეთ კორიდორის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბობ ვოტერსმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. ამ დროისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე დაასრულა წინასამშენებლო კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა. ამჯერად დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ამავდროულად დასრულდა მუშაობა პორტის დიზაინზე და დიზაინის პროექტს კონსორციუმი 2017 წლის 30 ივნისს მთავრობას წარუდგენს. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები ანაკლიაში 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა
ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშე
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ზურაბ ალავიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი, - ამ
წაკითხვა
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან  შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს. თანხის გამოყოფა 2019 წელს არის დაგეგმილი. დაფინანსება გათვალისწინებულია დოკუმენტით
წაკითხვა
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება
წლის ბოლოს ანაკლიის, ამ გრანდიოზული, საუკ
წაკითხვა
ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ამერიკული SSA Marine-ი ხდება
ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ამერიკული SSA Marine-ი ხდება
უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი  ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, – შესაბამის ხელშეკრულებას საქარ
წაკითხვა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკ
წაკითხვა
კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტი 3 წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას და ათასობით ადამიანს დაასაქმებს
კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტი 3 წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას და ათასობით ადამიანს დაასაქმებს
პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. 
წაკითხვა
რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ანაკლიის პორტი
რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ანაკლიის პორტი
რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის აშენება მიმდინარე წლიდან უნდა დაიწყოს. 
წაკითხვა