| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168631.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ვასილ მაღლაფერიძე - მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ მოახერხოს საზოგადოების სწორად ინფორმირებალიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-07 13:31:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში მონაწილეობს. სემინარზე ერთ-ერთი გამომსვლელია მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე ისაუბრა. როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, მედიის როლი ეროვნულ უსაფრთხოებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. "მედიას დიდი როლი აქვს საზოგადოებაში. წარსულში სახელმწიფო ზღუდავდა ინფორმაციას, რომელიც არ სურდა, გავრცელებულიყო და მოსახლეობამ იცოდა ის ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს სურდა. ახლა ასე არ არის. საზოგადოება ინფორმაციის ნაკადის წინაშეა დარჩენილი. დღეს დიდ როლს თამაშობს სოციალური მედიაც. თუ წარსულში ინფორმაცია ხელისუფლების ხელში ხვდებოდა, ახლა ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათთვისაც, ვინც საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნას ცდილობს. მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ მოახერხოს საზოგადოების სწორად ინფორმირება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, როდესაც ინფორმაცია გავრცელების სისწრაფით უსწრებს მისი გადამოწმების შესაძლებლობას და ამ გავრცელების საზღვრები ნიველირებულია, ძნელი წარმოსადგენია, რა შედეგი შეიძლება მოყვეს სენსიტიური ინფორმაციის უკონტროლო გავრცელებას. "უსაფრთხოების სტრუქტურები, რომლებიც თავისი ბუნებით და სფეროს სიმყიფით ისედაც ჩაკეტილია საკუთარ თავში, შეუძლებელია, არ თანამშრომლობდნენ მედიასთან და ამით განერიყონ საზოგადოებას, ამიტომაც მთავარია, რომ ორივე მხარემ დაიცვას ის ოქროს ბალანსი, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის, საზოგადოებისვე უსაფრთხოებას ემსახურება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. კურსის მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში. მასში მონაწილეობენ საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. 5 დღის განმავლობაში კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მიიღეს. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით განხორციელდა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღე
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შერჩევით პირველი არხის ცხოვრებაში რამე კი არ დასრულდა, არამედ ძალიან დიდი პროცესი დაიწყო
დღეს ისტორიული დღეა, რადგან ახალი შენობის
წაკითხვა
|