| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169068.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ენერგეტიკის სამინისტრო რევოლუციურ შედეგებს აჯამებს, საბანკო სექტორი არაპროფილური აქტივების გამიჯვნას იწყებს, ლარი სტაბილურად ირყევა (კვირის მიმოხილვა)ნინო ფაცურია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-10 16:55:00
ენერგეტიკული (რ)ევოლუცია ასე შეაფასა თბილისის მერობის კანდიდატმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თავისი ხუთწლიანი მუშაობა ენერგეტიკულ სექტორში. კალაძემ პოსტი წინასაარჩევნო კამპანიის წესის მიხედვით უნდა დატოვოს და წასვლის წინ ანგარიში ფართო აუდიტორიას ჩააბარა. ანაგრიშის მოკლე ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: 2013-2017 წლებში ენერგეტიკულ სექტორში ქვეყნის ისტორიაში მშენებლობის უპრეცენდენტო აქტივობაა. ექსპლუატაციაში შევიდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური. პროექტების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 783 მეგავატი, ხოლო ინვესტიციამ 1,186 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 145 პროექტი, მათ შორის ლიცენზირებისა და მშენებლობის ფაზაში - 43 ელექტროსადგურის პროექტი, რომელთა სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 1457 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, კვლევის ეტაპზეა 102 პროექტი, სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრით 3721 მგვტ, ხოლო ჯამური სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 5,84 მილიარდი აშშ დოლარია. 2013 წლიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 2015 წელს დამტკიცდა ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2015-2025.“ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 500 მლნ. აშშ დოლარს, რომელთა შორის 200 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. განვითარება შეეხო ქვეყნის შიდა და ასევე დამაკავშირებელ გადამცემ ხაზებს. აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის შიდა გაზსადენების ქსელის განვითარება - ჯამში აშენდა 230-მდე კმ სიგრძის გაზსადენები საქართველოს მასშტაბით. ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 116 მლნ. აშშ დოლარი. მომზადებულია ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმა და მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი სასარგებლო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე, რომლის დასრულება 2020 წლისათვის არის დაგეგმილი. 2016 წლის 14 ოქტომბერს ხელი მოეწერა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს, რაც გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პირველია და ბოლო 5 წლის განმავლობაში სექტორის მიერ მოზიდულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 947,1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ბანკი არაპროფილურ ბიზნესს ემიჯნება გასული კვირის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მოვლენად საბანკო სექტორს მიერ არაპროფილური ბიზნესის დათმობა შეიძლება ჩაითვალოს. საინვესტიციო ჯგუფმა ბიჯეომ, რომელიც ქართული საბანკო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის საქართველოს ბანკის მფლობელია, თავისი საბანკო და საინვესტიციო აქტივები ერთმანეთისგან გამიჯნა და ამიერიდან საქმიანობას ორი დამოუკიდებელი კომპანიით გააგრძელებს. საქართველოს ბანკის ჯგუფი საბანკო, ხოლო ბიჯეო ინვესტმენტი საინვესტიციო საქმიანობით დაკავდება და ორივე კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდება. ამის შესახებ განცხადება ბიჯეომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე გააკეთა. განცხადების მიხედვით, ორივე კომპანიას ეყოლება ცალ-ცალკე სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. თუმცა ბიჯეო ინვესტმენტი საქართველოს ბანკში 9.9 პროცენტიან წილს მაინც შეინარჩუნებს. ამ ნაბიჯით ბიჯეო ჯგუფმა ფაქტობრივად დაასწრო ეროვნული ბანკის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, რომელიც საბანკო სექტორიდან არაპროფილური არაფინანსური აქტივების გამიჯვნას ითხოვს.თუმცა იგივე ცვლილებები ბანკებს ჯერ კიდევ აძლევს უფლებას იქონიოს წილი არასაბანკო, მაგრამ ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებულ ბიზნესებში, როგორიცაა ლიზინგი, საბროკერო მომსახურება, დაზღვევა თუ სხვა. ამ ნაბიჯისკენ ეროვნულ ბანკს წლებია მოუწოდებს არასაბანკო ბიზნესი, რადგან მიაჩნია, რომ კომერციული საბანკო სექტორი ეკონომიკის სხვა სექტორების დამფინანსებლიდან მის კონკურენტად გადაიქცა, რაც დისკრიმინაციულ რეჟიმში აყენებს არასაბანკო სექტორს და აფერხებს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. პრინციპში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაც კომერციულ ბანკებს მკაცრად ზღუდავს არა მხოლოდ არაფინანსური, არამედ იმ ფინანსური აქტივების ფლობის კუთხითაც, რაც უშუალოდ კომერციული ბანკების საქმიანობას არ უკავშირდება. მაგალითად, შტატებსა თუ დიდ ბრიტანეთში სადაც გლობალური ფინანსური ცენტრებია თავმოყრილი, ბანკებს საფონდო ბირჟებზე წილის ფლობა მკაცრად ეზღუდებათ. მართალია 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა რეკომენდაციის სახით მოსთხოვა საბანკო სექტორის არაპროფილური აქტივების გამიჯვნა, მაგრამ ამას სავალდებულო და საკანონმდებლო სახე არ მიუღია და არასაბანკო ბიზნესი თვლის, რომ არც შედეგი მოჰყოლია. ბანკები ისევ კოლოსალურ მოგებაზე გადიან, რეალური სექტორი კი მდორედ ვითარდება. ბანკები ისევ აკონტროლებენ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს, რაც მოსახლეობას და ბიზნესს საბანკო პროდუქტის ალტერნატიული ინვესტირების და სესხის მოზიდვის მექანიზმებზე წვდომას უზღუდავს. მოითხოვს თუ არა ეროვნული ბანკი მომავალ ეტაპზე ბანკებისაგან ფინანსური მაგრამ არასაბანკო ბიზნესების განცალკევებას ჯერ უცნობია. საკითხი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დროს გამოიკვეთება. მაკრო-ეკონომიკა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით გასულ კვირას საკმაოდ დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა. ივნისში, საქართველოს სარეზერვო აქტივების მოცულობა 2.956 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2013 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზერვების უდიდესი წილი 2.753 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ივნისში ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 4 ინტერვენცია განახორციელა და 70 მლნ დოლარი შეიძინა. სულ მიმდინარე წელს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე 89.7 მლნ დოლარი აქვს შეძენილი. 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით გაიზარდა, რაც 2014 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ მაისში ზრდა 5.3 პროცენტი იყო. მთვარობა თვლის, რომ ეს ძირითადად ფისკალური პოლიტიკაში განხორცილებულმა რეფორმამ და საგარეო ფაქტორების დასტაბილურების შედეგია, რაც ექსპორტის ზრდით გამოიხატა. იანვარ-მაისში ექსპორტი თითქმის 29 პროცენტითაა გაზრდილი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა კი 15 პროცენტით. ასევე 29 პროცენტითაა გაზრდილი განვლილ ექვს თვეში ტურისტები ნაკადი, მხოლოდ ივნისში კი 43 პროცენტით. დადებითი დინამიკა ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ეკონომიკაში 403.3 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ფულადი გზავნილების სტატისტიკაც. მიმდინარე წლის 5 თვეში, წმინდა შემოდინებამ 433 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემს 24.2 პროცენტით აღემატება. გაუმჯობესდა ფულადი გზავნილების დივერსიფიკაცია, გაიზარდა ევროკავშირიდან და აშშ-დან გადმორიცხული გზავნილების წილი მთლიან გადმორიცხვებში. ზოგიერთი კვლევითი ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ წელს ქართულ ეკონომიკის ზრდა 6 პროცენტს გადააჭარბებს. ოფიციალურად ზრდის პროგნოზი 4 პროცენტია. სტაბილურად ირყევა ეროვნული ვალუტაც, რომელიც გასულ კვირაში 0.4 პროცენტით დოლარის მიმართ 2.39-მდე გამყარდა, ამდენივეთი შემცირდა თვიური ინფლაცია ივნისის თვეში მაისთან შედარებით, წლიურ დონეზე კი ინფლაციამ ბოლო 6 წლის რეკორდი მოხსნა და 7 პროცენტს გადააჭარბა. არადა ზაფხულში ადგილობრივი პროდუქციის შემოსვლასთან დაკავშირებით ფასები მცირდება ხოლმე. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ ზამთარში და მომავალი წლის გაზაფხულზე, როცა ადგილობრივი პროდუქციის მარაგები იწურება, ინფლაცია უფრო მაღალ ნიშნულზე დადგება. ეროვნული ბანკი კი მის მოთოკვას არ ჩქარობს, რადგან თვლის, რომ მაღალი ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული. ცენტრალური ბანკი ვარაუდობს რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 4%-თან ახლოს, ხოლო მომავალი წლიდან უკვე 3%-თან ახლოს უნდა იყოს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 910 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ
წაკითხვა
კახა კალაძე - როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ვახორციელებდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ხშირად გვიწევდა უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა, რადგან საქართველოში ამ კუთხით კვალიფიციური ადამია
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კა
წაკითხვა
ენერგეტიკის მინისტრის ახალ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.
წაკითხვა
დავით ნარმანია - პეკინის რეაბილიტაცია წლის ყველაზე ამბიციური პროექტია
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველ
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ერთკვირიანი ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ვაში
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრმა სტიქიის ზონაში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამა
პრემიერ-მინისტრმა სტიქიის ზონაში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამა და ცეცხლის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მა
წაკითხვა
საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა
წაკითხვა
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო ხარჯების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს მოხმარდა
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო ხარჯების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს მოხმარდა.
წაკითხვა
|