საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169562.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

11381

ჯუნომ იუპიტერის მრისხანე თვალის გამაოგნებელი ფოტოები გამოაგზავნა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-13 13:58:00

10 ივლისს, NASA-ს კოსმოსური ხომალდი ჯუნო 9000 კმ მანძილზე მიუახლოვდა იუპიტერის ერთ-ერთ საკულტო მახასიათებელს და ფოტოების გადაღებაც დაიწყო. 

სურათებს, რომლებიც NASA-მ რამდენიმე საათის წინ მიიღო, იუპიტერის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. მგრგვინავი ქარიშხალი, რომელსაც დიდ წითელ ლაქას უწოდებენ, პლანეტის ღრუბლებში უკვე საუკუნეებია მძვინვარებს და მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ საიდუმლოებით მოცული რჩება. 

„დიდი წითელი ლაქა ერთნაირად აოცებს ყველა თაობის ადამიანს მთელ მსოფლიოში“, — ამბობს ჯუნოს მეცნიერი სკოტ ბოლტონი. 

„ამჯერად, ბოლოსდაბოლოს შევძელით და პირადად ვიხილავთ თუ როგორ გამოიყურება ეს შტორმი ახლოდან“. 

ლაქა პირველად 1665 წელს იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი კასინიმ შენიშნა, თუმცა, 1830 წლამდე მას არც ერთი ასტრონომი აღარ იხსენიებს. 

შესაძლოა იგი რამდენიმე თაობას დაემალა ან უბრალოდ, სრულიად განსხვავებული ფორმა მიიღო. ყველა ვარიანტში, იუპიტერის მრისხანე წითელი თვალი ყურადღებას სწორედ ამ დროიდან იქცევს. 

ციფრები გამაოგნებელია. იგი ანტიციკლონია, რომელიც თავისუფალად გადაყლაპავდა დედამიწას. ყველაზე ვიწრო ადგილის სიგანე დაახლოებით 16 350 კილომეტრია; ქარების სიჩქარე 645 კმ/სთ-ს აღწევს. 

შტორმის ავბედითი ჟანგისფერი იერი მხოლოდ ერთ-ერთი საიდუმლოა, რომლის ამოხსნასაც მკვლევრები იმედოვნებენ. იუპიტერის ატმოსფეროს ზედა ნაწილი ძირითადად შედგება ამიაკის, ამონიუმის ჰიდროსულფიდისა და წყლისგან, მაგრამ ბოლომდე გარკვეული არაა თუ როგორ შედიან ეს ნივთიერებები რეაქციაში ერთმანეთთან ისე, რომ წითელ ან ნარინჯისფერ შეფერილობას იღებენ. 

ასევე საკითხავია, თუ როგორ ინარჩუნებს შტორმი ასეთ მძვინვარებას. როგორც წესი, აქ, დედამიწაზე, კონტრასტი სითხესა და მყარ ზედაპირს შორის, ასევე ჩვენი ატმსოფერო, მსგავს შტორმებს რამდენიმე დღეში ასუსტებს. 

2016 წელს, ასტრონომებმა შენიშნეს, რომ ლაქის თავზე ატმოსფერო უფრო თბილი იყო, ვიდრე მიმდებარე ღრუბლები, რამაც შესაძლოა ახსნას თუ რატომ არის იუპიტერის ატმოსფეროს ზედა ნაწილის ტემპერატურა დედამიწის მსგავსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა მზისგან ჩვენზე გაცილებით შორს მდებარეობს. 

მკვლევართა ვარაუდით, შტორმის მიერ წარმოქმნილი აკუსტიკა და გრავიტაციული ტალღები ატმოსფეროს გაზებს ეჯახება, რაც იწვევს სითბოს გამოყოფას პლანეტის თავზე მდებარე ღრუბლებში.  

დიდი წითელი ლაქის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საკმარისი იქნებოდა რამდენიმე დეტალუტრი ფოტოც, თუმცა ჯუნომ ამ მხრივ განსაკუთრებული გულუხვობა გამოიჩინა და სურათებთან ერთად, შეაგროვა ყველა ის მონაცემი, რაც კი შეეძლო. 

„ახლა უკვე გვაქვს საკულტო შტორმის საუკეთესო ფოტო მათ შორის, რაც კი ოდესმე გვქონია. გარკვეულ დროს წაიღებს არა მხოლოდ JunoCam-ის მიერ შეგროვილი ყველა მონაცემის ანალიზი, არამედ მრავალი სხვა მონაცემი, რაც ჯუნოს რვა სამეცნიერო ინსტრუმენტმა შეაგროვა. ეს ყველაფერი გარკვეულ შუქს მოჰფენს დიდი წითელი ლაქის აწმყოს, წარსულსა და მომავალს“, — ამბობს ბოლტონი. 

მოუმზადებელი, ნედლი ფოტოები ატვირთულია ამ ბმულზე

1,1 $ მილიარდად ღირებული ხომალდი ჯუნო NASA-მ 2011 წელს გაუშვა. 2,8 მილიარდი კილომეტრის გავლის შემდეგ, ზონდი იუპიტერის ორბიტაზე 2016 წლის 4 ივლისს გავიდა. ჯუნო აქტიურად სწავლობს იუპიტერის წარმოშობას, სტრუქტურას, ატმოსფეროსა და მაგნიტოსფეროს.  















მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს
10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს
იუპიტერის ორბიტაზე ყოფნის იუბილედან რამდე
წაკითხვა
იუპიტერის მრავალფერი ღრუბლები - ჯუნოს ახალი ფოტო
იუპიტერის მრავალფერი ღრუბლები - ჯუნოს ახალი ფოტო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი
წაკითხვა
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ფერად ფოტოთა თანმიმდევრობაზე კარგად ჩანს
წაკითხვა
ხომალდმა „ჯუნომ“ გააცამტვერა ყველაფერი, რაც იუპიტერის შესახებ ვიცოდით
ხომალდმა „ჯუნომ“ გააცამტვერა ყველაფერი, რაც იუპიტერის შესახებ ვიცოდით
სწორედ მაშინ, როდესაც ვფიქრობდით, რომ იუპ
წაკითხვა
ჯუნო იუპიტრის თავზე მეხუთე გადაფრენისთვის ემზადება
ჯუნო იუპიტრის თავზე მეხუთე გადაფრენისთვის ემზადება
NASA-ს კოსმოსური ხომალდი ჯუნო ორშაბათს, 2
წაკითხვა
ჯუნოს ძრავზე ხარვეზი ფიქსირდება - იუპიტერის მისია განსაცდელშია
ჯუნოს ძრავზე ხარვეზი ფიქსირდება - იუპიტერის მისია განსაცდელშია
NASA-ს
წაკითხვა
NASA-მ „ჯუნოს“ მიერ გადაღებული პირველი ფოტოები მიიღო
NASA-მ „ჯუნოს“ მიერ გადაღებული პირველი ფოტოები მიიღო
NASA-ში იუპიტერის ორბიტაზე „ჯუნოს“ მიერ გადაღებული პირველი ფოტოები მიიღეს. 
წაკითხვა
„ჯუნომ“ იუპიტერისთვის გადაღებული პირველი ფოტო გამოაგზავნა
„ჯუნომ“ იუპიტერისთვის გადაღებული პირველი ფოტო გამოაგზავნა
მაშ ასე, კოსმოსური ხომალდი „ჯუნო“ უკვე ნა
წაკითხვა