| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168213.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-04 19:53:00
იუპიტერის ორბიტაზე ყოფნის იუბილედან რამდენიმე დღის შემდეგ, NASA-ს კოსმოსური ხომალდი „ჯუნო“ იუპიტერის სახელგანთქმულ დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს. ეს წარმონაქმნი რეალურად 16 000 კმ სიგანის შტორმია. ეს ამ გიგანტური მახასიათებლისთვის კაცობრიობის მიერ გადაღებული პირველი ახლო ხედი იქნება. შტორმს 1830 წლიდან აკვირდებიან და სავარაუდოდ, იგი უკვე 350 წელიწადია, რაც არსებობს. „იუპიტერის იდუმალი დიდი წითელი ლაქა ალბათ ამ პლანეტის ყველაზე სახელგანთქმული მახასიათებელია“, — ამბობს სკოტ ბოლტონი, ჯუნოს მთავარი მკვლევარი. „ეს განსაცვიფრებელი შტორმი მზის სისტემის უდიდეს პლანეტაზე უკვე საუკუნეებია მძვინვარებს. ამჯერად, ჯუნო და მისი ღრუბლების მჭვრეტელი სამეცნიერო ინსტრუმენტი დაკვირვებით ჩაიხედება და გაარკვევს, თუ რა სიღრმეზე ვრცელდება შტორმი, რაც დაგვეხმარება განვსაზღვროთ, როგორ მოქმედებს ეს გიგანტური ქარიშხალი და რა ხდის მას ასე განსაკუთრებულს“. დიდი წითელი ლაქის მონაცემებს ჯუნო იუპიტერის იდუმალი ღრუბლების თავზე მეექვსე გადაფრენისას, 10 ივლისს შეაგროვებს. ამ მომენტისთვის, ჯუნო ღრუბლებს 3 500 კმ მანძილზე მიუახლოვდება. ხომალდი დიდ წითელ ლაქას დაახლოებით 9 000 კმ სიმაღლეზე გადაუფრენს, ჩართული იქნება რვავე სამეცნიერო ინსტრუმენტი. „იუპიტერთან შეგროვილი სამეცნიერო კოლექციის წარმატება ნათლად წარმოაჩენს NASA-ს ჯუნოს ჯგუფის ტექნიკურ და სამეცნიერო შესაძლებლობებს. ყოველ ახალ ორბიტას უფრო ახლოს მივყავართ იუპიტერის რადიაციული სარტყლის გულისკენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ხომალდი იუპიტერის გარშემო არსებულ ელექტრონთა შტორმს ასე კარგად გაუმკლავდებოდა“, — ამბობს ჯუნოს პროექტის მენეჯერი რიკ ნიბაკენი. ჯუნო 2011 წლის 5 აგვისტოს, ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. იუპიტერის ორბიტაზე ის 2016 წლის 4 ივლისს გავიდა. ხომალდი პლანეტას 3 400 კმ მანძილამდე უახლოვდება და სწავლობს იუპიტერის წარმოშობას, სტრუქტურას, ატმოსფეროსა და მაგნიტოსფეროს. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ყოველთვის არ ყოფილა წყა
წაკითხვა
იუპიტერის უძლიერეს პოლარულ ნათებას საიდუმლოებით მოცული წყარო აქვს
რაც უფრო ბევრ ახალს ვიგებთ იუპიტერის შესა
წაკითხვა
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თა
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტ
წაკითხვა
ჯუნომ იუპიტერის მრისხანე თვალის გამაოგნებელი ფოტოები გამოაგზავნა
10 ივლისს, NASA-ს კოსმოსური ხომალდი ჯუნო
წაკითხვა
იუპიტერის მრავალფერი ღრუბლები - ჯუნოს ახალი ფოტო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი
წაკითხვა
იუპიტერი მზის სისტემის უძველეს პლანეტად გამოცხადდა
როგორც მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაად
წაკითხვა
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ფერად ფოტოთა თანმიმდევრობაზე კარგად ჩანს
წაკითხვა
|