საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178049.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3287

იუპიტერის უძლიერეს პოლარულ ნათებას საიდუმლოებით მოცული წყარო აქვს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-08 20:56:00

რაც უფრო ბევრ ახალს ვიგებთ იუპიტერის შესახებ, მით უფრო მეტად ვხვდებით, რომ ის სულაც არაა ისეთი, როგორსაც მოველოდით. ამჯერად, გაზის გიგანტმა კიდევ ერთხელ შეაცბუნა მეცნიერები ახალი ცნობებით; შესაძლოა საქმე გვქონდეს მის ამ დრომდე უდიდეს საიდუმლოსთან. 

იუპიტერის მომხიბვლელი პოლარული ნათება უდიდესი ციალია მთელ მზის სისტემაში. როგორც NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ ახლახან გაარკვია, იუპიტერის პოლარულ ნათებას სრულიად მოულოდნელი და გაურკვეველი ენერგიის წყარო წარმოქმნის. 

„იუპიტერზე, ყველაზე კაშკაშა პოლარული ნათება გამოწვეულია გარკვეული სახის ტურბულენტური აჩქარების პროცესებით, რომელთა შესახებაც ჯერ ბევრი არაფერი ვიცით“, — ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ბერი მაუკი. 

გაზის გიგანტის ჩრდილოეთ პოლუსზე ჯუნოს 160 000 კმ/სთ სიჩქარით გადაფრენისას, იუპიტერის ენერგეტიკული ნაწილაკების დეტექორ-ინსტრუმენტმა (JEDI) ენერგიის ხელწერა დააფიქსირა. 

ამ სიჩქარით მოძრაობისას, ინსტრუმენტს მონაცემთა ასაღებად მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა, თუმცა ეს მაინც შესძლო და შესაბამისად, პირველი შანსი მისცა მეცნიერებს პირდაპირ დააკვირდნენ იუპიტერის პოლარული ნათების გამოყოფის მიღმა მიმდინარე პროცესებს — როგორც ჩანს, ეს პროცესები სრულიად გასხვავდება დედამიწაზე მიმდინარეთაგან. 

ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე, ყველაზე ინტენსიური პოლარული ციალები ნაკადის ელექტრული პოტენციალისგან წარმოიქმნება, როდესაც მზიდან მომავალი აჩქარებული ელექტრონები დედამიწის მაგნიტური ველის გასწვრივ მოძრაობენ. 

როცა ეს დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილის აირებს ეჯახებიან, აირის მოლეკულები გამოათავისუფლებენ ფოტონებს, რაც წარმოქმნის კაშკაშა, მბრუნავ ნათებას პოლარული რეგიონების თავზე. 

როგორც ჯუნოს გადაფრენისას გაირკვა, იუპიტერის ატმოსფეროში პლანეტისკენ მიმავალი ელექტრონები აჩქარებულია 400 000 ელექტრონვოლტ ენერგიაზე, რაც 30-ჯერ მეტია დედამიწის ყველაზე დიდ ციალთა პოტენციალზე. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იუპიტერის პოლუსების თავზე მიმდინარე სინათლის შოუ გასაოცარი და უცნაურია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დედამიწაზე არსებულისგან განსხვავებული გზით წარმოიქმნება. 

ისევე როგორც სხვა ბევრი რამ, იუპიტერზე ცის ნათებაც ძალიან განსხვავებულია. 

„არსებითად, იუპიტერის პოლარული ნათება 10-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე ის დედამიწის მსგავს ფიზიკაზე დაყრდნობით უნდა იყოს“, — ამბობს მაუკი. 

„ჯუნოს მეშვიდე ორბიტის შემდეგ, ვნახეთ ის, რასაც პირადად მე, თოფის გასროლას დავარქმევდი“. 

მკვლევართა მოსაზრებით, როგორც მონაცემები მიუთითებს, როდესაც მოზღვავებული ენერგიას კედლის სახით ხვდება მაგნიტური ველის ელექტრული პოტენციალი, ხდება არასტაბილური და იყოფა შემთხვევით ტურბულენტურ ტალღებად. 

თავის მხრივ, ეს ტალღები შემდეგ ელექტრონებს ტყორცნის, დაახლოებით ისე, როგორც სერფინგით დაკავებული ადამიანი მიცურავს წყლის ტალღის ქიმზე. მაუკის ჯგუფის აზრით, სწორედ ეს იწვევს იუპიტერის კაშკაშა ციალს. 

ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ სამუშაო ჰიპოთეზაა, რადგან ჯგუფი ჯერ ბოლომდე ვერ არკვევს, თუ რა ხდება იუპიტერზე.  

თუმცა აღსანიშნავია, რომ ტალღებზე დაფუძნებული მოძრაობა ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო ახსნაა — შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს თუ რამდენად არაზუსტი შეიძლება იყოს ხანდახან ჩვენი სამეცნიერო ვარაუდები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რაღაც ისეთი პროცესის განჭვრეტას ვცდილობთ, რომელიც ჩვენი პლანეტის მიღმა მიმდინარეობს. 

მართალია, რომ შეგვიძლია ფიზიკურ მეცნიერებათა მოდელირება მთელი კოსმოსის მასშტაბით — მაგრამ ხშირად, რეალობა ადგილზე სულ სხვანაირია. 

რაც უფრო და უფრო ღრმად ჩავდივართ პროცესებში და ვცდილობთ ახლოდან გავარკვიოთ, თუ რა ხდება ჩვენ მიღმა, კოსმოსში, მით მეტად ხშირად ვხვდებით გამაოგნებელ სიურპრიზთა მომსწრენი. 

„ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რადგან ნიშნავს იმას, რომ წინ გველის ძალიან ბევრი სამუშაო, რათა გავარკვიოთ, ზუსტად რა ხდება იქ“, — უთხრა The Verge-ს ლესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ჯონათან ნიკოლსმა, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა. 

„აშკარაა, რომ  იუპიტერი თავის საიდუმლოებებს ისე ადვილად არ გაგვიმხელს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს“. 

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 










მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ყოველთვის არ ყოფილა წყა
წაკითხვა
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თა
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტ
წაკითხვა
10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს
10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს
იუპიტერის ორბიტაზე ყოფნის იუბილედან რამდე
წაკითხვა
იუპიტერი მზის სისტემის უძველეს პლანეტად გამოცხადდა
იუპიტერი მზის სისტემის უძველეს პლანეტად გამოცხადდა
როგორც მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაად
წაკითხვა
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ფერად ფოტოთა თანმიმდევრობაზე კარგად ჩანს
წაკითხვა
ივნისში, ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი გამოჩნდება
ივნისში, ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი გამოჩნდება
ივნისში, ღამის ცის დამკვირვებლებს კარგი ა
წაკითხვა
ხომალდმა „ჯუნომ“ გააცამტვერა ყველაფერი, რაც იუპიტერის შესახებ ვიცოდით
ხომალდმა „ჯუნომ“ გააცამტვერა ყველაფერი, რაც იუპიტერის შესახებ ვიცოდით
სწორედ მაშინ, როდესაც ვფიქრობდით, რომ იუპ
წაკითხვა