საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169888.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

7503

აღდგომის კუნძულის იდუმალი ისტორია შესაძლოა ხელახლა დაიწეროს - ახალი არქეოლოგიური ანალიზის შედეგები

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-15 19:31:00

აღდგომის კუნძულის, იგივე რაპა-ნუის ისტორია შესაძლოა ხელახლა დაიწეროს. კუნძულის უძველესი ნაშთების ახალი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა უგუნურად გაანადგურეს თავიანთ იდილიური კუნძულის გარემო. 

როგორც ჩანს, რაპა-ნუის ხალხს შესაძლოა უფრო მრავალფეროვანი კვების რაციონი ჰქონდა და თავიანთ სამშობლოზე იმაზე უკეთაც ზრუნდავდნენ, ვიდრე მკვლევრებს აქამდე მიაჩნდათ. ამ მოსაზრების საფუძველს ახ. წ. 1400 წლით დათარიღებული ძვლებისა და მცენარეების ნიმუშთა ნახშირბადისა და აზოტის იზოტოპური ანალიზი იძლევა.  

როდესაც 1722 წელს ევროპელები ამ კუნძულს მიადგნენ, იქ ძალიან მცირე მოსახლეობა დახვდათ.  ტრადიციული ნარატივის მიხედვით, უძველესი ცივილიზაცია ძალზე სწრაფად იყენებდა თავიანთ რესურსებს მთელი რამდენიმე საუკუნის მანძილზე, რის გამოც, შეუძლებელი გახდა დიდი რაოდენობით ადამიანის შენახვა. 

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ხეები საკმაოდ სწრაფად იჩეხებოდა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ვეღარ აგებდნენ სათევზაო კანოეებს, ამას მოჰყვა ნიადაგის ეროზია, რამაც თავის მხრივ, შეუძლებელი გახადა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა — ეს ის ამბავია, რომელსაც აღდგომის კუნძულის შესახებ ხშირად მოისმენთ. 

თუმცა ახლა, არქეოლოგთა საერთაშორის ჯგუფი სულ სხვა ამბავს ჰყვება: მათი თქმით, აღდგომის კუნძულის ადამიანთა ნაშთები აჩვენებს, რომ რაპა-ნუის უძველესი ხალხის კვების რაციონის ცილების ნახევარი ზღვის წარმომავლობისაა — ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე ეგონათ.  

გარდა ამისა, ამ მიწაზე მოწეული და შეჭმული საკვები მოყვანილი უნდა იყოს ნოყიერ ნიადაგში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის შესახებ იმაზე უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ, ვიდრე მათ აქამდე მივაწერდით. 

 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნაშთები ჰყვება ამბავს, რომლის მიხედვითაც, აღდგომის კუნძულის ხალხმა შესძლო მორგებოდა გამწვავებულ გარემო პირობებს და გადარჩენილიყო, რაც ეჭვქვეშ აყენებს ეკოციდის საკმაოდ მიღებულ ნარატივს. 

„რაპა-ნუის ხალხი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა კუნძულის რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, სულაც არაა გასაკვირი“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი, ნიუ-იორკის ბინგჰემტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კარლ ლიპო. 

„მთელი ეს არასწორი გაგება მომდინარეობს საარსებო საშუალებათა ჩვენეული შეფასებიდან, როგორც ეს ევროპელ ფერმერებს ესმით“. 

„მე არ მიმაჩნია ისე, როგორც ისინი ფიქრობენ; მათ სჯერათ, რომ რაღაც ცუდი მოხდა, როცა სინამდვილეში, საქმე გვაქვს ძალიან ჭკვიანურ ამბავთან. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ აღმოჩენილი მრავალი ნიმუში მხარს უჭერს ახალ ნარატივს“. 

ბოლო წლებში, ლიპომ და სხვა არქეოლოგებმა შეაგროვეს მრავალი მტკიცებულება, რომლებიც სულაც არ ჯდება ეკოციდის თეორიაში: რადიონახშირბადული დათარიღებიდან ირკვევა, რომ ევროპელთა გამოჩენამდე (მე-18 საუკუნე), ადგილობრივები მიწას საკმაოდ კარგად ამუშავებდნენ; კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით კი, აღდგომის კუნძულის გაუტყევებაში მთავარი დამნაშავენი არიან ევროპელთა გემებს შემთხვევით მოყოლილი და შემდეგ კუნძულზე გამრავლებული ვირთხები. 

ასევე გავრცელებული იყო აზრი, რომ რაპა-ნუის ხალხმა ამ ვირთხების ჭამა დაიწყო, მაგრამ კუნძულზე აღმოჩენილი ძვლების ქიმიური შემადგენლობის დადგენისას, მისი კვალი არ გამოვლინდა. 

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები იქითკენ მიემართება, რომ დაასრულოს მანიპულაცია ნიადაგთან დაკავშირებით; აჩვენებს, რომ რაპა-ნუის პრეისტორიულ საზოგადოებას ფართო ცოდნა ჰქონდა გამოფიტული ნიადაგის გასანაყოფიერებლად, გარემო პირობების გასაუმჯობესებლად და საკვების მდგრადი წყაროების შესაქმნელად“, — ასკვნიან მკვლევრები. 

ყოველივე ამის შემდეგ, გაღარიბებულ ხალხს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რათა გამოეკვეთათ და მთელი კუნძულის მასშტაბით განელაგებინათ ქვის უზარმაზარი მონუმენტები. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა, რომელსაც საზოგადოებრივი თავის მკითხველს უახლოეს დღეებში მოუთხრობს. 

კვლევა American Journal of Physical Anthropology-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია newswise.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი