| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/180936.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 აღდგომის კუნძულის მოსახლეობის საიდუმლო ამოხსნილიამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-26 20:58:00
1722 წელს, ჰოლანდიელი მეზღვაურები აღდგომის კუნძულს მიადგნენ. პირველივე, რაც მათ თვალში მოხვდათ, მათკენ ზურგით შემობრუნებულ ქანდაკებათა ორი წყება იყო. ერთი მზერა კი ეკუთვნოდა ამ შორეული კუნძულის პოლინეზიელ მცხოვრებლებს — რაპა ნუის ხალხს. ამ საზოგადეობას კუნძულზე აგებული ჰქონდა 900-მდე მონოლითური ქანდაკება. ახალი კვლევა ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ მოახერხეს მათ ამდენი გასაოცარი ქანდაკების აგება. ამ ქანდაკებებს მოაის უწოდებენ და მათი ისტორია მეცნიერთათვის ყოველთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა. პირველი ევროპელები, რომლებიც აღდგომის კუნძულს ესტუმრნენ, რაპა ნუის მოსახლეობად 1500-3000 ადამიანს ასახელებდნენ, შესაბამისად, მუდამ ბოლომდე გაურკვეველი რჩებოდა, თუ როდის და როგორ აღმართეს მათ ამდენი ქანდაკება. ამჯერად, როგორც კუნძულის სოფლის მეურნეობის პოტენციალის შეფასების ახალი ანალიზები მიუთითებს, კუნძულის მოსახლეობა ერთ დროს გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს 1700-იან წლებში ევროპელებმა იხილეს. „მიუხედავად თითქმის სრული იზოლაციისა, აღდგომის კუნძულის მცხოვრებლებმა შექმნეს რთული სოციალური სტრუქტურა და ხელოვნების ეს გასაოცარი ნიმუშები მანამ, სანამ რაღაც დრამატული ცვილება მოხდებოდა“, — ამბობს დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი სერდრიკ პულსტოუნი. „როგორც ჩანს, ისტორიის პიკში, კუნძულის მოსახლეობა 17500 ადამიანს აღწევდა, რაც ბევრად აღემატება წინა შეფასებებს“. პულსტოუნმა და მისმა კოლეგებმა შეამოწმეს აღდგომის კუნძულის სხვადასხვა ადგილებზე აღებული ქანების ნიმუშები და შეისწავლეს კუნძულზე განთავსებული ამინდის ექვსი სადგურის ბოლო ორი წლის მონაცემები. ნიადაგისა და ადგილობრივი კლიმატის ანალიზებზე დაყრდნობით, ჯგუფი ფიქრობს, რომ კუნძულის თითქმის 20%, ანუ დაახლოებით 3 134 ჰექტარი, გამოიყენებოდა რაპა ნუის მთავარი საკვების — ტკბილი კარტოფილის მოსაყვანად. სხვა კუნძულების საზოგადოებათა მოდელებისა და მონაცემების გამოყენებით, ჯგუფი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს — სულ მცირე 3000 და მაქსიმუმ 29 000 ადამიანი, რაც ბევრად აღემატება კუნძულის გამქრალი მოსახლეობის წინა შეფასებებს. „თუკი სოფლის მეურნეობის ჩვენეულ შეფასებას პოლინეზიის სხვა კუნძულებისას შევადარებთ, ამ ზომის კუნძულისათვის 17 500 კაციანი მოსახლეობა სრულიად მისაღებია“, — ამბობს პულსტოუნი. რა თქმა უნდა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეტიკური შეფასებაა იმისა, თუ რამხელა შეიძლება ყოფილიყო აღდგომის კუნძულის მოსახლეობა იქ ევროპელთა მისვლამდე — და არა მტკიცებულება, რომ რაპა ნუის ხალხი ერთ დროს მართლაც ასე ბევრი ყოფილა. კვების რაციონზე დაყრდნობით, ევროპელებამდელი რაპა ნუის საზოგადოების კვლევა აქამდეც სცადეს. ყოველი მსგავსი კვლევა გვეხმარება ავხსნათ, თუ როგორ მოხდა ამ ეულ კუნძულზე ამდენი გიგანტური ქანდაკების დამზადება და აღმართვა. რა დაემართა საბოლოოდ ერთ დროს აყვავებულ ამ საზოგადოებას — დარწმუნებით დღემდე არავინ იცის. არსებობს მრავალგვარი ახსნა. ზოგიერთი მათგანის მიხედვით, რაპა ნუის ხალხმა კუნძულის რესურსები ძალიან სწრაფად გამოიყენა ან ვერ გადაიტანა ევროპელთა მიერ შეტანილი დაავადებები. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო პასუხი, მაგრამ ეს ხალხი დღემდე ცოცხლობს ქვის გასაოცარ მემკვიდრეობაში, რაც მათი დიდებული და უნიკალური ცივილიზაციის უტყვ მოწმედ რჩება. „აღდგომის კუნძული მომაჯადოებელია, რადგან წარმოადგენს ადამიანთა ადაპტაციის ბუნებრივი ექსპერიმენტის ექსტრემალურ მაგალითს, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა ერთი კულტურული ჯგუფის ხალხი სწრაფად მოედო წყნარი ოკეანის კუნძულებს“, — ამბობს პულსტოუნი. „იმ განსხვავებულმა გარემო პირობებმა, რომლებიც მათ ამ კუნძულებზე შეხვდათ, ადამიანთა ქცევებში უზარმაზარი სახესხვაობები წარმოშვა“. კვლევა ჟურნალ Frontiers in Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
|