| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172409.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი მარგველაშვილი - მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე
გამოქვეყნებულია 2017-08-01 15:43:00
მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე. თანამებრძოლები გვერდიგვერდ დგახართ ჩვენი ღირსების, უსაფრთხოებისა და ჩვენი ხალხის თავისუფლებისათვის, ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთო კეთილდღეობისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელსაც დიდი ბრძოლები უწარმოებია თავისუფლებისთვის. საუკუნეების განმავლობაში არასდროს დაგვიკარგავს იმედი და უდიდეს იმპერიებს გავუძელით. თავისუფლება საქართველოსთვის უდიდესი ღირებულებაა, ისევე როგორც ამერიკისთვის, სწრაფვა თავისუფლებისთვის აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები გახლავართ, რომელსაც ერთიანი ღირებულებები და ერთიანი მიზნები ამოძრავებთ. ყველა ადამიანს გააჩნია სიცოცხლის თავისუფლების და ბედნიერებისაკენ ლტოლვის უფლებები. ამ სულისკვეთებით შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მსგავსი სულისკვეთებით საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას. მისივე თქმით, ამ გზაზე ამერიკის ხალხისა და მთავრობის დახმარება გადამწყვეტ მნიშვნელობას იღებს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საერთო მიზნები გაგვაჩნია. „აქ ჩვენ საერთო მიზნები, საერთო გმირებიც კი გაგვაჩნია, როგორიც არის ჯორჯ ბალანჩინი, ალქესანდრ ქართველი და გენერალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი, მაგრამ ჩვენი ღირებულებები, ცხოვრების ნირი გამოწვევების წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს რამდენიმე ათეულ კილომეტრში აღმართულია მავთულხლართები, რომელიც ხელს უშლის თანამემამულეებს თავისუფალ მოძრაობაში. „დღეს რამდენიმე ათეულ კილომეტრში აღმართულია მავთულხლართები, რომელიც ხელს უშლის ჩემ თანამემამულეებს თავისუფალ მოძრაობაში, ადამიანებს დევნიან მხოლოდ ქართველობისთვის, 20% ტერიტორიის ოკუპირებულია, იმიტომ რომ საქართველოს სურს გახდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა. საერთაშორისო თანამეგობრობების ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ რუსეთი შეეჩერებინა ისე, რომ არ მოქცეულიყო საქართველოში როგორც თავის საკუთარ მამულში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მარგველაშვილის თქმით, საქართველო გახლავთ დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. „ჩემი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო იძლევა დამატებით შესაძებლობებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ურთიერთობა და კავშირები დასავლეთსა და აღოსავლეთს შორის, მაგრამ ამ ქმედების თვალსაზრისით, ჩვენ უზრუნველყოფილი უნდა გვქონდეს თავისუფლება, და აქედან გამომდინარე გვირდება მყარი მოწოდება, რომ აღნშნული კედელი დაეცეს, ის მოწოდება რომელმაც დაასრულა ცივი ომი, ისე როგორც ერთ-ერთმა გენერალმა ბრძანა, - უმაღლესი ხელოვნებაა ომი მოიგო ბრძოლის გარეშე. ძლიერი მართვი ს პოლიტიკისა და ერთიანღ გზავნილით, რომ ეს მიუღებნელია, ჩვენ უნდა კივაღწიოტ სტაბილურობისა და მშვიდობის პერიოდს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ძლიერი სიგნალია საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებისა. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ ქვეყნებს შორის კავშირს, ძალა ერთობაშია, ეს გახლავთ საქართველოს დევიზი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა
|