| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172711.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 „თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მიმართესთეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-03 12:45:00
„თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები“ საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მიმართავენ, სადაც, მათი განმარტებით, სოციალური რეკლამის ეთერში განთავსებას ითხოვენ. როგორც ჟურნალისტებს „რესპუბლიკელების“ წევრმა, თამარ კორძაიამ განუცხადა, მისმა გუნდმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სოციალური რეკლამა წარადგინა, სადაც არც პოლიტიკური პარტიების და არც კომერციული შინაარსის რეკლამა არ არის წარმოდგენილი. „ეს მიზნად არ ისახავს არც რომელიმე კერძო თუ საჯარო იურიდიული პირის მომსახურების რეკლამირებას. მისი მიზანია, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მნიშვნელოვან საკითხად რას ვთვლით? - ეს არის სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცვლილება, მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმები. ჩვენს მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტს აბსოლუტურად აკმაყოფილებს“, - აღნიშნავს კორძაია. კორძაიას განმარტებით, მათ მიერ მომზადებული რეკლამა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიმდინარე რეფორმას ეხება. „სოციალური რეკლამა საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას და იმას ეხება, ევროპაში როგორი მოწყობაა საპარლამენტო რესპუბლიკების. რეკლამაში საუბარი სწორედ ამაზეა, როგორც წინა რეკლამაში იყო, რომელიც განსახილველად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იყო. კომისიამ ჩათვალა, რომ ეს სოციალური რეკლამის სტანდარტებს აკმაყოფილებდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საზოგადიობრივ მაუწყებელში სოციალური რეკლამა შევიტანეთ. თუ ეს ეთერში არ განთავსდება, დასაბუთებას ვნახავთ, რადგან წარმოდგენილი რეკლამა მაკონტროლებელის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისია“, - დასძინა კორძაიამ. დაახლოებით ერთი თვის წინ, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე მიმართეს. პოლიტიკური პარტიების განმარტებით, სარეკლამო რგოლი, რომელიც მაუწყებლის ეთერში გადიოდა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა, არ აკმაყოფილებდა კანონის მუხლებს სოციალური რეკლამის შესახებ. თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი არ დაურღვევია და ვიდეორგოლი, რომელიც ტელევიზიის ეთერში გადიოდა, სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს სრულად შეესაბამებოდა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
"რესპუბლიკური პარტია" ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას სთხოვს
"
წაკითხვა
Facebook-ი, სარეკლამო განცხადებების შესამოწმებლად, 1000-ზე მეტ თანამშრომელს აიყვანს
კომპანია „ფეისბუქი“, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რეკლამის შესამოწმებლად, 1000-ზე მეტ თანამშრომელს აიყვანს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გ
წაკითხვა
თამარ კორძაია - ველოდებით პასუხს, არის თუ არა მზად ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს
ჩვენ, ოპოზიცური პარტიები, ველოდებით პასუხს, არის თუ არა მზად ხელისუფლება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიან პროპორციულ საარჩევნო ს
წაკითხვა
უთანხმოება მაუწყებლის ეთერში გასული ვიდეორგოლის გარშემო - მოდავე მხარის პროტესტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია
დავა საზოგადოებრივის ეთერში გასული ვიდეორგოლის გარშემო.
წაკითხვა
ანრი ოხანაშვილი - ვფიქრობ, სოციალური რეკლამა არის საკითხი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დახვეწას დაექვემდებაროს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი
წაკითხვა
საზოგადოებრივის იურისტი - მაუწყებელი არ აგებს პასუხს რეკლამის შინაარსზე, თუმცა სოციალურ რეკლამას შეუმოწმებლად ეთერში არ ათავსებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აგებს პასუხს რეკლამის შინაარსზე, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რო
წაკითხვა
შეზღუდვები თამბაქოს მოხმარებასა და რეკლამირებაზე - რა რეგულაციები ამოქმედდება 2018 წლიდან
2018 წლიდან შეზღუდვები დაწესდება თამბაქოს
წაკითხვა
კახა ბექაური: რეკლამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება
რეკლამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.
წაკითხვა
|