| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172860.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ირაკლი კობახიძე - ქედს ვიხრი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის წინაშე
გამოქვეყნებულია 2017-08-04 11:57:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველოს პარლამენტისა და ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ის იცავდა მსოფლიო და, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში. მისმა ოჯახმა, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მოქალაქის სიცოცხლე. ქედს ვიხრი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის წინაშე და ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას. საქართველოსათვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია და ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს ქართველ ჯარისკაცთა გმირულ თავდადებას. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს: კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილს, უფროს ლეიტენენტ გიგა ხახუტაშვილს და კაპრალ გეგა ხარშილაძეს“, - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა. მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ავღანეთი ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოვა
ავღანელი სპორტსმენები პირველად მიიღებენ მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ეს მოხდება 2018 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ &
წაკითხვა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში მოხ
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
ირაკლი კობახიძემ ირლანდიელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირლანდიელ კოლეგას უმასპინძლა. ირლანდიის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანისთან შეხვედრა დახურულ კარს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება.
წაკითხვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი კობახიძე მათ ქვე
წაკითხვა
|