| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172982.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 რაულ ხაჯიმბა - გუდაუთის რაიონში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი სამხედროების მხრიდან სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულება გახდაქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-05 10:23:00
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკიში მომხდარის მიზეზად ე.წ. სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან გამოვლენილი გულგრილობა დაასახელა. ხაჯიმბას განმარტებით, აუცილებელია, უმოკლეს დროში მოხდეს ხანძრის შედეგების ლიკვიდირება. „ეს არსენალი მთელი სოფლის ტერიტორიაზეა მოფენილი და შეიძლება რაღაც დროს გარკვეული შედეგები მოყვეს. რუსეთის მეშვიდე ბაზა, ჩვენს სამხედროებთან ერთად, მზადაა ტერიტორიის გასუფთავება დაიწყოს, მაგრამ ამის ორგანიზება უკვე გუშინ უნდა მომხდარიყო. არ დაიძინოთ არც ღამით და არც დღისით და ეს ყველაფერი უმოკლეს ვადებში გავაკეთოთ“, - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა. მისი განცხადებით, ასევე ადგილი ჰქონდა ე.წ. საჯარისო შემადგენლობის მხრიდან სამუშაოს არადამაკმაყოფილებელ შესრულებას. „ის სამუშაოები, რომელიც ადგილზე ხორციელდებოდა, ოფიცრების მონაწილეობით და მათი პასუხისმგებლობით უნდა შესრულებულიყო. ახლა კი თქვენ მთელ პასუხისმგებლობას რიგით ჯარისკაცებს აკისრებთ“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკში ხანძარი 2 აგვისტოს მოხდა. შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და რუსეთის მოქალაქე ორი ქალი დაიღუპა. დაზიანდა 60-მდე სახლი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა
|