ფოტოებზე, როგორც აგვისტოს დღეების ტრაგედია, ისე გმირობაა ასახული,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ეზოში, 2008 წლის ომის ამსახველ ფოტოგამოფენაზე გააკეთა.
გამოფენაზე ხუთი ფოტორეპორტიორის - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილისა და გლებ გორანიჩის ფოტოებია წარმომდგენილი.
"საქართველოს პარლამენტი ძალიან საინტერესო გამოფენას მასპინძლობს. ფოტოები იმ დღეებს ასახავს, რომლებიც 9 წლის წინ ყველამ ერთად გამოვიარეთ. იმავდროულად, ეს იყო ის დღეები, როდესაც ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა სამშობლოსთვის თავგანწირვა და ნამდვილი გმირობა აჩვენეს. დღევანდელ გამოფენაზე ხუთი ავტორია წარმოდგენილი - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი და გლებ გორანიჩი. ყველა მათგანი ქართული საზოგაოებისთვის კარგად ცნობილი ფოტოხელოვანი გახლავთ, რომლებსაც თავიანთ კადრებზე არაერთი ისტორიული მოვლენა აქვთ აღბეჭდილი. მინდა, კუდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მათ მადლობა გადავუხადო. ეს არის ფასდაუდებელი ღვაწლი",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.