საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/173732.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1272

გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

მარიამ შალიკაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-11 08:14:00

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო-ს) შტაბბინაში ნიუ იორკში გაერო-ს წევრების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა. მრგვალი მაგიდის საუბრის თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორი ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული აგრესიიდან ცხრა წლის შემდეგ.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ დამსწრეებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხსენებული რეგიონების მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევებზე. ​კერძოდ, შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების უფლებას. აქვე აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ძალისხმევისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.

ღონისძიებას, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა, ესწრებოდნენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის დელეგაციისა და გაერო-ს სისტემის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.





ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა
ნილ სკოტმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა
ნილ სკოტმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა
გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე მსჯელობა გრძელდება. ამჯერად ნილ სკოტი ჟურნალისტებს შეხვ
წაკითხვა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ 2017 წლი
წაკითხვა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა.
წაკითხვა
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიაშ
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მ
წაკითხვა