საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/174368.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1265

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“, „მძევლები", “საშიში დედა“, „ლუკა“ - ვინ წარადგენს საქართველოს ოსკარზე

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-16 18:30:00

საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად წელს 4 კინოსურათი იბრძოლებს. 

ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება 2 აგვისტოს დაიწყო. მსურველებს ნამუშევრების წარდგენა 2017 წლის 11 აგვისტომდე შეეძლოთ. 

შესული განაცხადებიდან, ეროვნულმა კინოცენტრმა ის კანდიდატები განიხილა, რომლებიც აკმაყოფილებდა ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნებს. 

1. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“- ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი

2. „მძევლები“-რეზო გიგინეიშვილი

3.“საშიში დედა“-ანა ურუშაძე

4. „ლუკა“- გიორგი ბარაბაძე

ფილმებიდან გამარჯვებულს სპეციალური კომისია ფარულიკენჭისყრითგამოავლენს.კომისია 9 წევრისგან არის დაკომპლექტებული და მისი წევრების ვინაობა სულ მალე გახდება ცნობილი. კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება. 

ქვეყნის შიგნით შერჩეული კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიას ეგზავნება, რის შემდეგაც კინოაკადემიის მიერ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ ფილმებს შორის 9 სურათი სახელდება. საბოლოოდ ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 5 ფილმი ირჩევა, გამარჯვებულის ვინაობა კი დაჯილდოვების ცერემონიალზე ხდება ცნობილი. ამერიკის კინოაკადემიის მთავარი მოვლენა, ოსკარის დაჯილდოვება თებერვალში გაიმართება.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი”-ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ერთობლივი პროექტია. მოქმედება თანამედროვე საქართველოში ხდება და ერთი ქართული ოჯახის ისტორიას შეეხება. მთავარი გმირი 52 წლის მანანაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს ოჯახი მიატოვოს. ფილმი სამი თაობის ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მასში მთავარ როლებს მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი ასრულებენ.

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა სანდენსის, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინისკინოფესტივალზეშედგა. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. კინოპროეტმა იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალზე 3 პრიზი მიიღო,მათ შორის მთავარი ჯილდო – ოქროს ზეთისხილის ხე.

ფილმი ასევე დააჯილდოვეს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის და ასევე, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების, FIPRESCI-სპრიზით."ჩემი ბედნიერი ოჯახი" ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია. მანამდეკი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონგროსი იმ ცხრა რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ. კინოსურათს ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიღებული აქვს "ტრანსილვანიის თასი", მთავარი როლის შემსრულებელს, ია შუღლიაშვილს კი ჯილდო საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის.

„მძევლები“- რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ 1983 წელს განვითარებულ, რეალურ ამბავზე მოგვითხრობს. ფილმი, რეჟისორმა საკუთარი და დრამატურგ ლაშაბუღაძის სცენარის მიხედვით გადაიღო. „მძევლები“ საბჭოთა კავშირიდან თვით მფრინავის გატაცების ისტორიას გვიამბობს და არქივის მასალებზე და რეჟისორის მიერ ჩაწერილ ინტერვიუებზეა დაფუძნებული. ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა. "მძევლები" კინოფესტივალზე "კინოტავრი" 2 პრიზით დააჯილდოვეს. რეზო გიგინეიშვილს პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა, ფილმის ოპერატორს, ვლადისლავ ოპელიანცს კი ჯილდო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის გადასცეს. კინოსურათში მთავარ როლებს მსახიობები ირაკლი კვირიკაზე, თინა დალაქიშვილი,მერაბ ნინიძე და ილიკო სუხიშვილი თამაშობენ. ამჟამად ფილმი, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

„საშიში დედა“-ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარია. დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. “საშიში დედა” 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა დადიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

სულ ცოტა ხნის წინ ანა ურუშაძე ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე “ ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი გახდა. „ოქროს ლეოპარდი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ბოლო დროს ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუპოვებიათ. იგივე ფესტივალზე ანაურუშაძეს დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც გადაეცა. ახალგაზრდა რეჟისორის, სადებიუტო ნამუშევარი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარსა კონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

“ლუკა”-გიორგი ბარაბაძის ფილმში ასახულია ახალგაზრდა სვანი ქალის, ლილეს ისტორია. ლილე მაყურებლისთვის გაურკვეველი მიზეზით ტოვებს სვანეთს და გალში ჩადის. აფხაზეთი საოომარ მდგომარეობაშია. სოხუმის დაცემის წინა დღეებია. ლილეს ოჯახური დრამა ზღვისპირა სახლში ომის ფონზე ვითარდება. ფილმი მონაწილეობას იღებდა სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტვალზე. ასევე ფილმს პეკინის კინოფესტივალზე, საუკეთესო მხატვრული ფილმი ს ჯილდო აქვს მიღებული.

გასულ წელს ოსკარის უცხოენოვან ნომინაციაში, საქართველოს შესარჩევ ტურში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ გახდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რეჟისორი - „8 წუთი“ ოსკარის კომიტეტმა განსახილველად მიიღო, ახლა ჟიური გადაწყვეტს, იბრძოლებს თუ არა ფილმი ოსკარისთვის
რეჟისორი - „8 წუთი“ ოსკარის კომიტეტმა განსახილველად მიიღო, ახლა ჟიური გადაწყვეტს, იბრძოლებს თუ არა ფილმი ოსკარისთვის
ფილმ „8 წუთის“ ერთ-ერთი რეჟისორმა, დათო აბრამიშვილმა, პირველ არხს განუცხადა, რომ ოსკარის კომიტეტმა ფილმი განსახილველად მიიღო, რაც იმას ნიშნ
წაკითხვა
ქართული ფილმი „8 წუთი“ შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს
ქართული ფილმი „8 წუთი“ შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს
ქართული ფილმი „8 წუთი“ შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს. როგორც სცენარისტმა მარი ბექაურმა პირველ არხს განუცხადა, შემოქმედებითმა ჯგუფმა,&l
წაკითხვა
ე.წ აზიურ ოსკარზე ორი ქართული ფილმი ოთხ ნომინაციაში წარდგება
ე.წ აზიურ ოსკარზე ორი ქართული ფილმი ოთხ ნომინაციაში წარდგება
​აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე ორი ქართველი ახალგაზრდა რეჟისორის კინონამუშევარი ანა ურ
წაკითხვა
მსახიობი დენიელ დეი-ლუისი ავარიის შემდეგ ქუჩაში პირველად გამოჩნდა
მსახიობი დენიელ დეი-ლუისი ავარიის შემდეგ ქუჩაში პირველად გამოჩნდა
დენიელ დეი-ლუისი ავარიის შემდეგ ქუჩაში პირველად გამოჩნდა. 
წაკითხვა
საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს „საშიში დედა“  წარადგენს
საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს „საშიში დედა“ წარადგენს
ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს. 
წაკითხვა
„საშიში დედა“ - საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს წარადგენს
„საშიში დედა“ - საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს წარადგენს
სპეციალურმა კომისიამ ის ფილმი შეარჩია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მოპოვებას ეცდება. 
წაკითხვა
რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს “ოსკარზე“, 30 აგვისტოს გახდება ცნობილი
რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს “ოსკარზე“, 30 აგვისტოს გახდება ცნობილი
"ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი
წაკითხვა
ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას მოდის „ოსკარი“ გადაეცა
ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიას მოდის „ოსკარი“ გადაეცა
უცხოეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას მოდის „ოსკარი“ გადაეცა. ის წლის საერთაშორი
წაკითხვა