| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/174655.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ISIS-ის ახალი სტრატეგია - ავტომობილებით თავდასხმის ქრონიკაქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-18 15:29:00
განახლებულია 2017-08-18 18:06:00
2004 წლის 11 მარტის შემდეგ, როდესაც ტერორისტულმა გაერთიანება „ალ ქაიდამ“ მადრიდში ატოჩას სადგურზე ერაყში მიმდინარე ომის ფონზე ტერაქტი განახორციელა, ესპანეთი ისლამისტი ექსტრემისტების სამიზნედ პირველად იქცა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთში განხორციელებულ ტერაქტზე პასხუხისმგებლობა ტერორიზმის ისტორიაში ყველაზე დიდმა და რადიკალურმა დაჯგუფებამ, - ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), იგივე დაეშმა აიღო. ესპანეთი თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ფორმირებული საერთაშორისო კოალიციის უკვე მეექვსე ქვეყანაა, რომელიც "აისისიმ" მიზანში ამოიღო. ამავდროულად, ჯიჰადისტები პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიას მომავალი სახალიფოს ტერიტორიად განიხილავენ. 2017 აგვისტო, ბარსელონა
ბარსელონის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, რამბლას ბულვარზე ადგილობრივი დროით საღამოს 5:30-ზე თეთრი ფერის Fiat-ის მარკის მიკროავტობუსი ხალხის მასაში შევარდა. ტერაქტმა დასავლეთს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რამდენად კოორდინირებულად მოქმედებს ცივილიზაციის წინააღმდეგ თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფო ევროპაში რეკრუტირებული წევრების დახმარებით, რომელთაც ჯიჰადისტები „ჯარისკაცებს“ უწოდებენ. თავდასხმას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა, მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ტერაქტის შედეგად ბავშვებიც დაიღუპნენ, რომელთა შორის ყველაზე მწირეწლოვანი 3 წლის გოგოა. შაჰიდის ქამრიდან ავტომობილების იარაღად ქცევამდე
ტერორიზმის მკვლევარები ტერორიზმის ეპოქას ოთხ ნაწილად ყოფენ, ყველაზე სისხლიანი კი სწორედ მეოთხე ფაზაა, - ისლამური რადიკალიზმის ხანა, რომელიც 11 სექტემბრის შემდგომ კიდევ უფრო კომპლექსური გახდა. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის შემდეგ, ტერორისტებმა ერთ-ერთ მთავარ იარაღად შაჰიდის ქამრების გამოყენება 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. თვითმკვლელი ტერორისტების „რენესანსი“ სწორედ 11 სექტემბრიდან იღებს სათავეს. თითქმის 20 წლის განმავლობაში ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თვითმკვლელი ტერორისტების ხელით პროცენტულად ყველაზე მეტი ტერაქტი განახორციელა. 2014 წლიდან ისლამისტი რადიკალების მეთოდებს ავტომობილით ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმა შეემატა. ავტომობილი როგორც მთავარი იარაღი 2014 დეკემბერი, ნანტი
ჯიჰადისტებმა ევროპაში პირველი თავდასხმა ავტომობილით 2014 წლის დეკემბერში ნანტსა და დიჟონში განახორციელეს. ნანტში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანით საშობაო ბაზრობაზე შევარდა. საერთო ჯამში 20 ადამიანი დაშავდა, ერთი მამაკაცი კი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ტერაქტს წინ უსწრებდა ახლად ფორმირებული ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს მოწოდება დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმების მისამართით: სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს საშუალებით დაეშმა მილიონობით მუსლიმს ევროპელების გენოციდისკენ მოუწოდა. 2016 ივლისი, ნიცა
2 წლის შემდეგ ამგვარი ტიპის თავდასხმის სამიზნედ კვლავ საფრანგეთი იქცა. 2016 წლის 14 ივლისს ნიცაში ტუნისელი მუჰამედ ლაუიჯ ბუჰლელი სატვირთო მანქანით ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. ბასტილიის აღების დღეს განხორციელებული ტერაქტის შედეგად ნიცაში 86 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი დაშავდა. 2016 დეკემბერი, ბერლინი
ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ტუნისის მოქალაქე ანის ამრი სატვირთო მანქანით ხალხის მასაში შევარდა. ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. 2017 მარტი, ლონდონი -ვესტმინსტერის ხიდი
22 მარტს, ბრიუსელის ტერაქტიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ლონდონში ვესტმინსტერის ხიდზე მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ავტომობილს 52 წლის ხალიდ მასუდი მართავდა, რომელიც მოგვიანებით ცივი იარაღით პოლიციას თავს დაესხა. ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 49 დაშავდა. 2017 აპრილი, სტოქჰოლმი
შვედეთის დედაქალაქში უზბეკეთის მოქალაქე რახმატ აკილოვმა სატვირთო მანქანით ხუთი ადამიანი მოკლა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. აკილოვი თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს მიერ რეკრუტირებული პიროვნება იყო, რომელიც შვედეთში თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა. 2017 ივნისი, ლონდონი
3 ივნისს გაერთიანებულ სამეფოში ლონდონის ხიდზე სამმა ჯიჰადისტმა, - ხურამ შაზად ბუთი, რახიდ რედუიანი და იუსეფ ზაგბა, ტროტუარზე მოსიარულე ხალხს ავტომანქანით გადაუარა. თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციამ თავდამსხმელების ლიკვიდაცია მოახდინა. 2017 აგვისტო, პარიზი
ათი დღის წინ პარიზის გარეუბან ლევალუა-პერეში თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს მიმდევარი ალჟირელი აბუ ბენლატრეში ფრანგ ჯარისკაცებს BMW-ს მარკის ავტომობილით თავს დაესხა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, რომლის შედეგად ექვსი სამხედრო დაიჭრა. ავტომობილი იარაღად არაერთხელ გამოიყენეს ულტრანაციონალისტებმაც. მიმდინარე წლის ივნისში ჩრდილოეთ ლონდონში მეჩეთთან სალოცავად თავშეყრილ მუსლიმებს ბრიტანელმა ულტრანაციონალისტმა დარენ ოსბორნმა მანქანით გადაუარა. თავდასხმას ერთი ადამიანი შეეწირა. 2017 აგვისტო, შარლოტსვილი
ერთი კვირის წინ კი იმავე მეთოდით ვირჯინიაში ქალაქ შარლოტსვილში ნეონაცისტებისა და "კუ კლუქს" კლანის წევრების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის საპასუხოდ გამართულ კონტრაქციაზე 20 წლის ნაცისტი ჯეიმს ფილდსი აქტივისტებს მანქანით თავს დაესხა, რასაც 32 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ერაყის ჯარმა ISIS-ის გაძევების შემდეგ ალ ყაიმში სახელმწიფო დროშა აღმართა
ერაყელმა ჯარისკაცებმა თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონად წოდებული
წაკითხვა
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგ
წაკითხვა
ISIS-ი ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადებულ რაქადან განდევნეს - ტერორისტების პოზიციები სუსტდება
მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტული ორგა
წაკითხვა
ტერორიზმის საფრთხის გამო, შესაძლოა, 2020 წლიდან შენგენის ზონაში მგზავრობის წესები გამკაცრდეს
ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსთან შენგენის ზონაში მგზავრობის წესების გასამკაცრებლად მოლაპარაკებებს იწყებს
წაკითხვა
რუსმა სამართალდამცველებმა საქართველოსთან საზღვარზე ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს
რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოსთან საზღვარზე დააკავეს ქალი, რომელიც საერთაშორისო ტერორის
წაკითხვა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
წაკითხვა
ტრაგედია ლას ვეგასში - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
შემზარავი ტრაგედიით დასრულებული მუსიკალური ფესტივალი ლას ვეგასში დაღუპულთა რაოდენობა 58-მდე გაიზრდა. სასტუმროს წინ მომხდარი თავდასხმისთვის
წაკითხვა
ვანესა ეკერი - საქართველო გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია
საქართველო გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამის შესახებ პირვ
წაკითხვა
|