საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186981.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1666

ერაყის ჯარმა ISIS-ის გაძევების შემდეგ ალ ყაიმში სახელმწიფო დროშა აღმართა

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-04 16:19:00


ერაყელმა ჯარისკაცებმა თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონად წოდებული ალ ყაიმის აღების შემდეგ, ქალაქის ცენტრში ერაყის დროშა ააფრიალეს. გამარჯვების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

რამდენიმეკვირიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ერაყის ჯარმა და სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ჯიჰადისტები ქალაქიდან განდევნეს. ალ ყაიმზე სრული კონტროლის დამყარებას საერთაშორისო საზოგადოება თვითგამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოზე“, იგივე „დაეშზე“ გამარჯვების ბოლო ფაზად აფასებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ სამიზნედ ქცეული ალ ყაიდას ერაყული ფრთის ლიდერი აბუ მუსაბ ალ ზარქავის ლიკვიდაციის შემდეგ, 2007 წელს მისივე დაარსებული ჯიჰადისტების ჯგუფი ერაყის „ისლამურ სახელმწიფოდ“ გადაკეთდა. მოგვიანებით, 2013 წლის მაისში დაჯგუფებამ ახალი სახელი - ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო დაირქვა და ერაყის ოკუპაციაც მაშინ დაიწყო.

ექსტრემისტების პირველ სამიზნედ ერაყის ქალაქი ფალუჯა იქცა, ამას მოჰყვა სირიის ქალაქებიც, მათ შორის რაქა, რომელიც 2014 წლის იანვრიდან სახალიფოს დე ფაქტო დედაქალაქად გამოცხადდა. „დაეშმა“ მსოფლიოს ყურადღება მოსულში მიიპყრო, სადაც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ქურთებისა და ქრისტიანების გენოციდი მოაწყო, ჯიჰადისტების სულიერმა ლიდერმა ალ ბაღდადიმ კი, იმავე ზაფხულს მოსულში თავი ხალიფად გამოაცხადა.

ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ „ოქროს ხანა“ სწორედ მოსულის აღებით დაიწყო, რომელიც 2015 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდა. მათ წინააღმდეგ ფორმირებული საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშმა, ერაყისა და სირიის ჯარებმა ჯიჰადისტები მაშინ ვერ შეაჩერეს. „დაეშმა“ ანტიკურ ქალაქ პალმირაში, მოსულის მსგავსად, უძველესი ცივილიზაციის ძეგლები გაანადგურა.

2015 წლის მარტიდან ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ კონტროლი ჯერ სირიის ქალაქ კობანიზე დაკარგა, მოგვიანებით - ერაყის ქალაქ ტიკრიტზე. რვათვიანი ბრძოლა მოსულის ასაღებად კი, 2017 წლის ზაფხულში ჯიჰადისტების დამარცხებით დასრულდა. რამდენიმე კვირის წინ ერაყის დემოკრატიულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა ISIS-ის დე ფაქტო დედაქალაქი რაქაც აიღეს.

მომზადებულია Reuters-ის, CNN-ის და BBC-ის მიხედვით

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტრაგედია ლას ვეგასში - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
ტრაგედია ლას ვეგასში - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
შემზარავი ტრაგედიით დასრულებული მუსიკალური ფესტივალი ლას ვეგასში დაღუპულთა რაოდენობა 58-მდე გაიზრდა. სასტუმროს წინ მომხდარი თავდასხმისთვის
წაკითხვა
დეირ ელ-ზორში ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს
დეირ ელ-ზორში ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს
სირიის ჯარმა
წაკითხვა
Reuters - ერაყის მთავრობას ISIS-ის წევრების უცხოელი ცოლები და შვილები ჰყავს დაკავებული
Reuters - ერაყის მთავრობას ISIS-ის წევრების უცხოელი ცოლები და შვილები ჰყავს დაკავებული
ერაყის მთავრობას „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების უცხოელი ცოლები და შვილები ჰყავს დაკავებული. საუბარია 1400 ადამიანზე. ამის შესახებ ინფორმაციას სა
წაკითხვა
ევფრატის სანაპიროზე ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა
ევფრატის სანაპიროზე ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა
სირია-ერაყის საზღვართან თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ
წაკითხვა
სირიის სამთავრობო არმია ქალაქ დეირ ელ-ზორის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს
სირიის სამთავრობო არმია ქალაქ დეირ ელ-ზორის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს
სირიის სამთავრობო არმია ქალაქ
წაკითხვა
ბინალი ილდირიმი: თურქმა სამართალდამცველებმა ISIS-ის ხუთი წევრი გაანეიტრალეს
ბინალი ილდირიმი: თურქმა სამართალდამცველებმა ISIS-ის ხუთი წევრი გაანეიტრალეს
თურქეთის საზღვრის უკანონო კვეთისას თურქმა
წაკითხვა
ლიბანის არმია სირიის საზღვართან ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვის
ლიბანის არმია სირიის საზღვართან ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვის
ლიბანის არმია სირიის საზღვართან ე.წ. ისლა
წაკითხვა
ISIS-ის ახალი სტრატეგია - ავტომობილებით თავდასხმის ქრონიკა
ISIS-ის ახალი სტრატეგია - ავტომობილებით თავდასხმის ქრონიკა
2004 წლის 11 მარტის შემდეგ, როდესაც ტერორ
წაკითხვა