| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178613.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 დეირ ელ-ზორში ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობსქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-12 17:12:00
სირიის ჯარმა დეირ ელ-ზორში გამაგრებული თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წევრებზე იერიში მიიტანა. ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ბრძოლა ხუვეჯას რაიონში მიმდინარეობს, სადაც ISIS-ის, იგივე დაეშის წევრები არიან გამაგრებული. ქვეყნის ჩრდილოეთით, ევფრატის პირას მდებარე ქალაქი ჯიჰადისტების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ქალაქია. სირიის მთავრობაზე დაყრდნობით, Al Jazeera ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრძოლა თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ შესაძლოა 48 საათში დასრულდეს. სირიის ჯარისგან დამოუკიდებლად აშშ-ის მიერ ფორმირებული საერთაშორისო კოალიცია, ქურთი მებრძოლები და სირიის დემოკრატიული ძალები დეირ ელ-ზორის მიმდებარე სოფლებში ტერორისტების წინააღმდეგ რამდენიმე თვეა იბრძვიან. მიმდინარე ბრძოლაში სირიის ჯართან ერთად ლიბანური სამხედრო გაერთიანება „ჰეზბოლაც“ მონაწილეობს, რომელიც ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული. საერთაშორისო კოალიციის ინფორმაციით, სირიის მთავრობასა და ISIS-ს შორის “ჰეზბოლას“ მედიატორობით გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ჯიჰადისტების ნაწილმა დეირ ელ-ზორის ტერიტორია ოჯახებთან ერთად დატოვა და ორი მიმართულებით გაემართნენ - ალბუ-ქამალისკენ და პალმირასკენ. საერთაშორისო კოალიციამ ჯიჰადისტებით სავსე 17 ავტობუსი ორი კვირის წინ ალყაში მოაქცია. კოალიციის პრესცენტრის ინფორმაციით, მათ ჯიჰადისტები გააფრთხილეს, თუ ჩაბარდებოდნენ, მათი ოჯახის წევრ ქალებსა და ბავშვებს უვნებლებს დატოვებდნენ. Washington Post წერს, რომ იერიში განხორციელდა 80-მდე ჯიჰადისტზე, ვინც ალყიდან გაქცევა სცადა. საერთაშორისო კოალიციამ დაეშის წევრებით სავსე ავტობუსებზე საჰაერო თავდასხმა არ განახორციელა, რადგან ტერორისტებთან ერთად ბავშვები და ქალები იმყოფებოდნენ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ერაყის ჯარმა ISIS-ის გაძევების შემდეგ ალ ყაიმში სახელმწიფო დროშა აღმართა
ერაყელმა ჯარისკაცებმა თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონად წოდებული
წაკითხვა
ტრაგედია ლას ვეგასში - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
შემზარავი ტრაგედიით დასრულებული მუსიკალური ფესტივალი ლას ვეგასში დაღუპულთა რაოდენობა 58-მდე გაიზრდა. სასტუმროს წინ მომხდარი თავდასხმისთვის
წაკითხვა
Reuters - ერაყის მთავრობას ISIS-ის წევრების უცხოელი ცოლები და შვილები ჰყავს დაკავებული
ერაყის მთავრობას „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების უცხოელი ცოლები და შვილები ჰყავს დაკავებული. საუბარია 1400 ადამიანზე. ამის შესახებ ინფორმაციას სა
წაკითხვა
ევფრატის სანაპიროზე ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა
სირია-ერაყის საზღვართან თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ
წაკითხვა
სირიის სამთავრობო არმია ქალაქ დეირ ელ-ზორის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს
სირიის სამთავრობო არმია ქალაქ
წაკითხვა
ბინალი ილდირიმი: თურქმა სამართალდამცველებმა ISIS-ის ხუთი წევრი გაანეიტრალეს
თურქეთის საზღვრის უკანონო კვეთისას თურქმა
წაკითხვა
ლიბანის არმია სირიის საზღვართან ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვის
ლიბანის არმია სირიის საზღვართან ე.წ. ისლა
წაკითხვა
ISIS-ის ახალი სტრატეგია - ავტომობილებით თავდასხმის ქრონიკა
2004 წლის 11 მარტის შემდეგ, როდესაც ტერორ
წაკითხვა
|