საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/175589.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1655

საგანგებო შტაბი ხანძრის ზონებში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია 2017-08-24 14:26:00

საგანგებო შტაბის განცხადება ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ამ დროისთვის, 1500-მდე ადამიანია ჩართული. დილიდან მუშაობა განაახლა 6-მა ვერტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიანი რეჟიმით აგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.

ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი დამატებითი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. 

„ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ყველაზე რთული კერა არდაგანშია, ამ მონაკვეთზე გუშინაც მძიმე ვითარება იყო. არდაგანის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს ავიაცია. მაღალი ტემპერატურის გამო მთელ რიგ ადგილებში შეიმჩნევა ტორფის გავრცელება, რაც სიტუაციას ართულებს. 

გარემოს დაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელა. კვლევების შედეგად, ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის და ორსულებისთვის მანამდე მოქმედი რეკომენდაცია მოხსნილია. 

რაც შეეხება, სხვა რეგიონებში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს, ამ დროისათვის, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ. 

ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზაცია 12 საათში მოხერხდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ. 

ხანძარი ლიკვიდირებულია დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.

ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

დღეს, 15:00 საათზე, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჩაჩიბაია ჩავლენ, რადგან ადგილზე გაეცნონ ვითარებას. 

ამ ეტაპზე ატენის ხეობაში ჯარისკაცები კვლავ არიან მობილიზებულები, რათა განმეორებითი საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული. 

საგანგებო შტაბის წევრები კვლავ ბორჯომის ხეობაში რჩებიან და ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებაც, სტიქიური უბედურების ყველაზე მასშტაბური ადგილიდან ხდება. ბორჯომის ხეობაში რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“, - აღნიშნულია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებისგან ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღო
გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებისგან ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრმა თელავში, საგანგ
წაკითხვა
საგანგებო შტაბი - აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა იქნება ჩართული
საგანგებო შტაბი - აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა იქნება ჩართული
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოე
წაკითხვა
საგანგებო შტაბი აბასთუმანში გააგრძელებს მუშაობას
საგანგებო შტაბი აბასთუმანში გააგრძელებს მუშაობას
საგანგებო შტაბი აბასთუმანში გააგრძელებს მუშაობას, - ამის შესახებ ინფორმაცია
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში მეხანძრე-მაშველები ნახანძრალ ტერიტორიას ამუშავებენ
ბორჯომის ხეობაში მეხანძრე-მაშველები ნახანძრალ ტერიტორიას ამუშავებენ
ბორჯომის ხეობაში  საგანგებო შტაბი აქტიურა
წაკითხვა
საგანგებო შტაბი - ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავს
საგანგებო შტაბი - ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავს
ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგან
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილმა, საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა
გიორგი კვირიკაშვილმა, საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე ი
წაკითხვა
სტიქიის ზონაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია, რჩება  ძლიერი კერა
სტიქიის ზონაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია, რჩება ძლიერი კერა
სტიქიის ზონაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბში გამართული შეხევდრის შემდეგ განაცხ
წაკითხვა
საგანგებო შტაბი - საავიაციო სამუშაოებში თურქული მხარეც ჩაერთვება - ამ დროისათვის ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს
საგანგებო შტაბი - საავიაციო სამუშაოებში თურქული მხარეც ჩაერთვება - ამ დროისათვის ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვ
წაკითხვა