| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/178644.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მამაკაცს, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნებულია 2017-09-12 19:20:00
მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ შ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სასამართლომ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სამედიცინო დაწესებულებაში იმსჯელა. „წარდგენილი ბრალის თანახმად, შ. ტ.-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, ეჭვიანობის ნიადაგზე, ბრალდებულის მიერ ქალისათვის გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში ჭრილობების მიყენების ფაქტს. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, დაჭრილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში, აღმაშენებლის გაზირზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. <
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მარ
წაკითხვა
თავდასხმა „ქართული ოცნების“ ოფისთან - როგორია დაჭრილების მდგომარეობა
შემთხვევა მარნეულში გვიან ღამით მოხდა. ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს
წაკითხვა
ექიმის ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
სოფელ ყიზილაჯლოში
წაკითხვა
სოფელ ყიზილაჯლოში, თავდასხმის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ [ფოტო/ვიდეო]
სოფელ ყიზი
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
სოფელ
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
მარნეულში ჩავიდა საქართველოს ჯანდაცვის მი
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტს [ვიდეო]
წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შ
წაკითხვა
|