| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179083.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 რა სიახლეებს გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლიდანმარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-15 09:53:00
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო, აქტიური და შინაარსიანი იქნება, როგორც ფორმალური განათლების ნაწილში, ისე დამატებითი აქტივობების თვალსაზრისით. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანა იგეგმება, ეს თამაშებია - ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ყოველწლიურად, სამაგიდო თამაშების ნაკრები სკოლაში განახლდება და ბავშვებს საშუალება ექნებათ მათემატიკა, ქიმია, ისტორია თუ ლიტერატურა, თამაშ-თამაშით ისწავლონ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის, საჯარო სკოლებში ახალი პროგრამის განხორცილებას გეგმავს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისათვის დაგეგმილია მათი ასაკის შესაბამისი, სახალისო, პრაქტიკული აქტივობების შეთავაზება. საუკეთესო იდეებისა და პროექტების გამოსავლენად, სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კოლეჯებთან, უნივერსიტეტებთან, სკოლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან. კვება ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება, მათ შორის - საღეჭი რეზინის, კანფეტის, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების(მაგალითად ჩიფსები). გარდა ამისა, იკრძალება მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის, გაზიანი სასმელების გაყიდვა, გარდა მინერალური წყლისა. სკოლების საკვები ობიექტების მეთვალყურეობას სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად განახორციელებს. არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორთან ხელშეკრულება გაუქმდება. ინფრასტრუქტურა 2017-2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლების ნაწილი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 მცირე კონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. აქედან, პირველ ეტაპზე, სასწავლო წლისთვის ერთი ახალი საჯარო სკოლის გახსნა იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი 5 სკოლის მშენებლობა დასრულდება. საქართველოში მდებარე 2085 საჯარო სკოლიდან დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 91 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე ათასწლეულის ფონდის მიერ რეგიონებში 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდება. 2018 წლის ბოლომდე კი კიდე 29 სკოლა სრულად რეაბილიტირდება. საბოლოოდ, 2019 წლისთვის სულ 100-მდე სკოლა იქნება ინფრასტრუქტურულად სრულად აღჭურვილი. საქართველოს სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56 300-ია, მათგან 50 300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კი - კერძოში. წინა წლების მსგავსად, წელსაც უფასო სახელმძღვანელოებს საჯარო სკოლის პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70001-ზე ნაკლებია. სახელმძღვანელოების 60 პროცენტი - ახალდაბეჭდილი მიეწოდება სკოლებს, 40% კი - მეორადია. 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველ კლასელს ასევე პორტაბელური კომპიუტერი გადაეცემა საჩუქრად. კომპიუტერი დაურიგდებათ პირველკლასელების დამრიგებლებსაც. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახალი სასწავლო წელი ძველი წიგნებით - რატომ არ განახლდა სახელძღვანელოების ნაწილი
ახალი სასწავლო წელი ძველი წიგნებით. როგორც დედაქალაქში ისე რეგიონებში მშობლები საჯარო სკოლებში დარიგებული სახელმძღვანელოების ხარისხით უკმაყ
წაკითხვა
საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეიდან ბაღებში ახალი სასწავლო წელი იწყება. თბილისის ბაღებში რეგისტრ
წაკითხვა
სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო - რა პრობლემებია სასწავლო დაწესებულებებში
სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განსაკუთრებით ემოციური დღევანდელი დღე პირველკლასელებისთვის იყო.
წაკითხვა
რა სიახლეებით ხვდებიან საჯარო სკოლები 2017-2018 სასწავლო წელს
2017-2018 სასწავლო წელს სკოლები სიახლეები
წაკითხვა
უფასო სახელმძღვანელოებს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე მიიღებს
ახალი სასწავლო წელი საჯარო სკოლებში - წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე ისწავლის, აქედან 56 ათას 300 პირველკლასელია. უფასო სახ
წაკითხვა
ახალი სასწავლო წელი დაიწყო - რა იცვლება საჯარო სკოლებში
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე ისწავლის, აქედან 56 ათას 300 პირველკლასელია. <
წაკითხვა
რა სიახლეებით ხვდებიან ახალს სასწავლო წელს საჯარო სკოლები
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე ისწავლის, აქედან 56 ათას 300 პირველკლასელია. &l
წაკითხვა
ერგნეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ერგნეთის საჯარო სკოლაში, ოკუპირებული ცხინვალიდან 300 მეტრში, ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნითა და დროშის აღმართვით დაიწყ
წაკითხვა
|