| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179660.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქცია რუსეთში, თურქეთსა და ჩინეთში გავიდაგიორგი გიგანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 14:03:00
საქართველოდან მთელ მსოფლიოში ექსპორტზე თვეში საშუალოდ 200 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გადის. „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 28.5%-ით არის გაზრდილი და მილიარდ 682 მილიონ 800 ათას დოლარს შეადგენს. საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქცია რუსეთში (14.4%) თურქეთსა (9%) და ჩინეთში (8.1%) გავიდა. საერთო ექსპორტის მესამედი სწორედ ამ სამ ქვეყანაზე მოდის. კერძოდ, რუსეთში ექსპორტმა იანვარ-აგვისტოში 242 მილიონ 896 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 118 მილიონ 253 ათასი დოლარი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობით, ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები და მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა. მკვეთრი ზრდა ფეროშენადნობების ხარჯზეა - საქართველოდან რუსეთში 86 მილიონ 393 ათასი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში მაჩვენებელი 19 მილიონ 484 ათას დოლარს შეადგენდა. 26 მილიონი დოლარით გაიზარდა და 57 მილიონ 949 ათასი დოლარი შეადგინა რუსეთში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტმა, ხოლო 5 მილიონი დოლარით არის გაზრდილი და 29 მილიონ 367 ათას დოლარს უტოლდება მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი. იანვარ-აგვისტოში თურქეთში ექსპორტმა 151 მილიონ 790 ათასი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 134 მილიონ 450 ათასი დოლარი იყო. თურქეთში ექსპორტზე ყველაზე მეტი ტრიკოტაჟის ნაწარმი, ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები და ფეროშენადნობები გავიდა. სამივე სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი წინა წლის 8 თვესთან შედარებით გაზრდილია, მათ შორის გაორმაგებულია ფეროშენადნობების ექსპორტი და 17 მილიონ 182 ათას დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ჩინეთს, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტმა 136 მილიონ 485 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის იანვარი-აგვისტოში 117 მილიონ 700 ათასი დოლარი იყო. ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სამეულში კი სპილენძის მადნები და კონცენტრატები (113 მლნ. დოლარი) ყურძნის ნატურალური ღვინოები ( 13.4 მლნ. დოლარი) და მსუბუქი ავტომობილებია (4.4 მლნ. დოლარი) სამივე ჯგუფის ექსპორტი 2016 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია. რაც შეეხება სხვა ქვეყნების წილს მთლიან ექსპორტში: აზერბაიჯანი 7.9%, სომხეთი 7.5% ბულგარეთი 6.7% აშშ 5% უკრაინა 3.6% ირანი 2.9% უზბეკეთი 2.8%, ხოლო დანარჩენ ქვეყნებზე ექსპორტის 31.9% მოდის. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა
2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტი,
წაკითხვა
საქსტატის ინფორმაციით, ოთხ წელიწადში საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ქალების რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა
2016 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკ
წაკითხვა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით ირანში გეგმავს
რუსეთი ბუნებრივი აირის ექსპორტს აზერბაიჯა
წაკითხვა
საქსტატი - სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იყო
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5 პროცენტი იყო. შესაბამისად, მე
წაკითხვა
მეთუნე, რომელიც თიხის საიდუმლოს ფლობს - ვის უკავშირდება ქართული ქვევრის ქვეყნის გარეთ პოპულარიზება
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა ფინანსთა მინისტრი. შეხვედრის მონაწილეებს დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარ
წაკითხვა
ფულადი გზავნილების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან ირიცხება
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,
წაკითხვა
საქსტატი - საქართველოში 2016 წელს განქორწინებული წყვილების უმეტესობა ქორწინებაში 20 წელზე დიდხანს იმყოფებოდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,
წაკითხვა
|