| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181348.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ადვოკატი - დეკანოზმა საკვების მიღებაზე უარი სატელეფონო ზარებზე დაწესებული შეზღუდვის გამო განაცხადათეონა ხუბულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-29 15:01:00
დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, პროტესტის ეს მიზეზი უკავშირდება იმ შეზღუდვას, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ მსჯავრდებულს სატელეფონო ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით დაუწესა. ადვოკატი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომელიც უწყებამ გუშინ გაავრცელა. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულმა სატელეფონო ზარი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ განახორციელა. ამის გარდა, გიორგი ფანცულაიამ განმარტა, რომ დეკანოზს ბოლო დროის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მაღაზიაში პროდუქტი ეყიდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საკვებზე უარის თქმის შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, სადაც აღნიშნული პროტესტის მოტივი არ იყო დაფიქსირებული, რის გამოც მსჯავრდებულმა ოქმს ხელი არ მოაწერა. „ყველამ ვიცით, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თქვა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. მინისტრმა დაადასტურა, რომ არ მიეცა ზარის განხორციელების საშუალება. როცა გამოაცხადა, რომ საკვების მიღებაზე უარს ამბობს, უნდა შეედგინათ ოქმი და ამ დროს ეკითხათ მოტივი. ამ ოქმზე არ მიუთითეს რეალური მიზეზი და მან უთხრა, რომ ხელს მოაწერდა მხოლოდ მაშინ, როცა მოტივს მიუთითებდნენ. ეტყობა ისე დაარეგისტრირეს, თითქოს, უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ასევე, თუ ტელეფონი გაფუჭებული იყო, რატო მუთხრეს დაგარეკინებდით შვილის დაბადების დღის მისალოცად თუ რეკავდიო. ბოლო დროს არ არეკინებდნენ, ვერ იღებდა საკვებს და მაღაზიაში არ აძლევდნენ საშუალებას ეყიდა რაიმე. პროტესტის ეს ფორმაც ამიტომ გამოაცხადა“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. გიორგი მამალაძის პროტესტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. მისი ადვოკატების ინფორმაციით, დეკანოზს ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მან საკვების მიღებაზე უარი განაცხადა. მალევე სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და ციხეში ტექნიკური პრობლემა იყო. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ე.წ მატროსოვის ციხეში ამ წუთებში ხვდება
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ხვდება. ინტერესების დამცველი ე.წ მატროსოვის ციხეში ერთ საათზე მეტია იმყოფება. საუბარი, სავარაუდოდ, მის ვადამდე ად
წაკითხვა
საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება - "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
ლეიბორისტული პარტიის სარჩელი მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა არ დააკმაყოფილა.
წაკითხვა
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
დაკავების შემდეგ გიორგი მამალაძეს დღეს პირველად შეხვდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, რომელ
წაკითხვა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში დილის 10:00 საათის შემდეგ მოინახულებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ მატროსოვის ციხეში დი
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი ეკა ლომიძე დაკითხა
საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი ეკა ლომიძე ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების ფაქტზე დაწყებული გამ
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. მიხეილ რამიშვილმა, პაატა მეხრიშვილმა და სულხან კომახიძემ ადვოკატის უფლებით
წაკითხვა
ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზის ადვოკატები გამოკითხვაზე უარს აცხადებენ
ე.წ. ციანიდის საქმის დახურული პროცესების ვიდეომასალების გავრცელების ფაქტზე გამოძიება გაგრძელდება.
წაკითხვა
მიტროპოლიტი იოანე - გიორგი მამალაძის საქმეს ეკლესია შეისწავლის, ეკლესიას თავისი სამართალი აქვს
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის საეკლესიო
წაკითხვა
|