| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181977.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 „ღია მმართველობის პარტნიორობის“ დეკლარაციაზე ხელი თბილისის მერობის შვიდმა კანდიდატმა მოაწერახატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 16:43:00
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ დეკლარაციაზე თბილისის მერობის შვიდმა კანდიდატმა მოაწერა ხელი - ალექსანდრე ელისაშვილმა, ელენე ხოშტარიამ, კახა კალაძემ, თენგიზ შერგელაშვილმა, გიორგი ვაშაძემ, კახა კუკავამ და ირმა ინაშვილმა. მათ დეკლარაციაზე ხელმოწერით აიღეს ვალდებულება, რომ ბოლომდე აღასრულონ ღია მმართველობის პარტნიორობის, მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალში განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად. არასამთავრობო ორგანიზაციები დღის ბოლომდე სხვა კანდიდატების ხელმოწერებსაც ელოდებიან. მათი თქმით, ისინი ხელის მოსაწერად მზად არიან. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა. პროგრამაში ჩართული ქვეყნები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, გამჭირვალობა, გადაწყვეტილებები მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და მოქალაქეების ცხოვრების პრობლემური საკითხების მოგვარება. საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა. საქართველოს მთავრობამ, პარტნიორობის ფარგლებში სამი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლითაც სხვადასხვა სფეროს რეფორმირების ვალდებულება აიღო. 2015-2016 წლებში, პროგრამის წევრები გახდნენ საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია. დედაქალაქის მერიამ უკვე შეიმუშავა, პირველადი სამოქმედო გეგმა. სწორედ ამ გეგმის ნაწილია თბილისის ბიუჯეტის, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით დაგეგმვა, თბილის ინტერაქციული რუკის და ელექტრონული პეტიციებისთვის ონლაინ პლატფორმის შექმნა. სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყანას მოუწევს, აჩვენოს გამჭირვალე მმართველობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება, ასევ მოუწევს, ორგანიზება გაუწიოს 2018 წლის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს და იკისროს ახალი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისის მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს საკუთარ გეგმებს აცნობენ - არჩევნებამდე 18 დღე რჩება
თბილისის მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს საკუთარ გეგმებს აცნობენ, შეხვედრები გრძელდება რეგიონებშიც.
წაკითხვა
„სითი პარკის“ საკითხი - როგორია მერობის კანდიდატთა ხედვები
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, სავარაუდოდ,
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ, თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება
ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარ
წაკითხვა
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები თბილისის მერობის კანდიდატებს შეხვდებიან
ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები თბილისის მერობის კანდიდატებს
წაკითხვა
წინასაარჩევნო აქტივობები თბილისსა და რეგიონებში
წინასაარჩევნო აქტივობები - თბილისის სხვადასხვა რაიონში მერობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ.
წაკითხვა
თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოების მინისტრებს შეხვდა
შეხვედრა ღია მმართველობის პარტნიორობი
წაკითხვა
„თვითმმართველობა 2017” - პირველი არხის ეთერში დღეს, 21 საათზე ბათუმის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართება
პირველი არხის ეთერში დღეს, 21 საათზე ბათუმის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი ,,თვითმმართველობა
წაკითხვა
ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობა - მინისტრთა კაბინეტის წევრთა შეფასებები
ორგანიზაციის ,,ღია მმართველობის პარტნიორობა“ საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე საუბრობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. <
წაკითხვა
|