| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182606.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ლიბიის ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვსმერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-07 13:40:00
55 წლის ბათუმელი მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. კაკაბაძე უკვე მესამე წელია, ლიბიის ციხეში იმყოფება, თუმცა დღემდე არ იცის, რა ბრალდებით დააკავეს ლიბიელმა სამართალდამცველებმა. ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, ლიბიაში დააკავეს. კაკაბაძე ამტკიცებს, რომ გემი ამ დროს ცარიელი იყო და დღემდე არ აუხსნიათ, რა ბრალეულობა მიუძღვის ეკიპაჟს. სასამართლო 2 წელიწადზე მეტია, გაურკვეველი მოტივით რამდენჯერმე გადაიდო. კაკაბაძის ოჯახი სახელმწიფოსგან ითხოვს, ინფორმაციის მოპოვებასა და საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვაში დაეხმაროს. მეზღვაურის მეუღლის განცხადებით პატიმარი ციხეში უმძიმეს პირობებშია. 10 დღის წინ მათ მოახერხეს ტელეფონით დაკავშირება, თუმცა მხოლოდ იმის გაგება შეძლეს, რომ პატიმარი ცოცხალია. „მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაპირველად დაგვპირდნენ, დაგეხმარებით, რაღაცაში ჩავერევითო, მაგრამ დრო გადის და არაფერი. უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც სოსლანი ლიბიის ციხეშია, ბრალიც კი არ ვიცით, რა აქვს წაყენებული. გვითხრეს, რომ ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ აგვიყვანა ადვოკატი, მეუბნებიან, რომ ფულს უხდიან იმ ადვოკატს, მაგრამ სასამართლო არ იმართება. ყოველ თვეში გვეუბნებიან, რომ პროცესი გადაიდო. სასამართლო თუ გაიმართა, ჩემი მეუღლე გამართლდება და გამოუშვებენ, გათავისუფლების შემთხვევაში შემდეგ პროცედურებში დახმარებას ლიბიაში უნგრეთის ელჩი გვპირდება“ - ამბობს სოსლან კაკაბაძის მეუღლე დონარა გოგიტიძე. დაკავებული მეზღვაურის ძმა ამირან კაკაბაძე, რომელიც ასევე შორეული ნაოსნობის კაპიტანია, ამბობს, რომ ბოლო დროს კავშირზე გასვლას მხოლოდ საერთაშორისო პროფკავშირების დახმარებით ახერხებს. „წვდომა არ არის იმ ქვეყანაში და ჩართეს ეგვიპტეში საქართველოს კონსული, რომელიც უშუალო კონტაქტში იქნებოდა ლიბიის მთავრობასთან, ან ლიბიის კონსულთან ეგვიპტეში, მაგრამ მესამე წელია, შედეგი არ ჩანს. დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული კომუნიკაცია. მე ვუკავშირდები მალტაში საერთაშორისო პროფპავშირებს, რომლებიც პერიოდულად მაწვდიან ინფორმაციას, არასახარბიელოს, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ვიცით ცოცხალია“ - აცხადებს ამირან კაკაბაძე. ოჯახის წევრების თქმით, გემი, რომელზე ქართველი მეზღვაური იყო დასაქმებული, მცირე ზომისაა, მისი ეკიპაჟი მხოლოდ ხუთი წევრისგან შედგებოდა. მათ შორის ორი ეგვიპტის, ერთი ხორვატიის, ერთი მალტის და ერთიც საქართველოს მოქალაქე იყო. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბენღაზიში, აშშ-ის საკონსულოზე 2012 წელს მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს
ლიბიაში 2012 წელს ბენღაზიში მდებარე აშშ-ის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი მუსტაფა
წაკითხვა
ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს პატიმრობა 30 დღით გაუგრძელდათ
ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს პატიმრობა 30 დღით გაუგრძელდათ.
წაკითხვა
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულთა სასამართლო მოულოდნელად, რამდენიმე საათის წინ გაიმართა
ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურ
წაკითხვა
ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება
ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ პირველ არხს
წაკითხვა
საგარეო უწყება - ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის სასამართლო ლიბიაში არსებული შეტაკებების გამო ჭიანურდება
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის სასამართლო ლიბიაში არსებული შეტაკებების გამო ჭ
წაკითხვა
რა მდგომარეობაში იმყოფებიან ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები - მათი ოჯახები დახმარებას ითხოვენ
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის საკითხებზე მუშაობს. &l
წაკითხვა
ირანი ლიბიასა და ნიგერიას ნავთობის მოპოვების შეზღუდვისკენ მოუწოდებს
ირანი ლიბიასა და ნიგერიას ნავთობის მოპოვების შეზღუდვისკენ „ოპეკი+“-ის ფარგლებში მოუწოდებს. ეს
წაკითხვა
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ტრიპოლის ციხეში რჩებიან
ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურ
წაკითხვა
|