| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182771.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ დანიშვნის მსურველ 14 მოსამართლეს გაესაუბრებახატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-08 23:08:00
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ დანიშვნის მსურველ 14 მოსამართლეს გაესაუბრება. იმ 14 კანდიდატს შორის, რომელსაც იუსტიციის საბჭო 9 ოქტომბერს გაესაუბრება, საზოგადოებისთვის ცნობილი გვარებიცაა. მათ შორის მერაბ გაბინაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინა შემადგენლობის წევრი იყო და საბჭოში უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა. უვადოდ გამწესების მსურველთა შორის ასევე არიან დღეს მოქმედი საბჭოს წევრები დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია. ირაკლი შენგელია წინა სხდომაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. საბჭო 14 სულ კანდიდატს სხდომის დასრულების შემდეგ გაესაუბრება. კანდიდატთა სრული სია ასეთია: გასაუბრების ვადა 9-11 ოქტომბერია. კენჭისყრას საბჭოს წევრები მას შემდეგ გამართავენ, რაც ყველა მსურველს, ანუ 38 კანდიდატს გაესაუბრებიან. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება ხვალ იწყება, საბჭო, წინა სხდომაზე, უკვე გაესაუბრა, უვადოდ გამწესების ორ მსურველს - თამარ ალანიას, რომელიც საბჭოს წინა შემადგენლობის წევრი და გვანცა ყუფარაძის საქმის განმხილველი მოსამართლეა და ელისო ტუკვაძეს. კანდიდატებმა დაჩქარებული წესით გასაუბრება პირადი მიზეზების გამო მოითხოვეს. უვადოდ გასამწესებლად მოსამართლეს განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება აქვს და მუშაობდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. კანდიდატმა, სასურველი შედეგის მისაღებად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უნდა გაიაროს, რომელიც მოსამართლის მიერ განხილული ხუთი საქმის შეფასებასაც გულისხმობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე იწყება და დღის წესრიგით ერთი საკითხია განსახილველი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
წაკითხვა
მოსამართლეების უვადოდ განმწესების საკითხი - რა კრიტერიუმები და პრიორიტეტები განსაზღვრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ რეგ
წაკითხვა
12 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა - რა კითხვები აქვთ არასამთავრობოებს
მესამე სექტორის ყურადღების ცენტრში ექცევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული დღევანდელი კენჭისყრა - 12 მოსამართლე დღეს თანამდებობაზე უვადო
წაკითხვა
ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, 12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა
პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, 12 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ღია კენჭისყრით თითოეული
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 12 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხზე კენჭისყრა მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 12 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხზე კენჭისყრა მიმდინარეობს.
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 12 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხს კენჭს უყრიან
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს იმ 12 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხს უყრიან კენჭს, რომლებმაც 3-წლაინი გამოსაცდელი ვადა ამოწურეს.
წაკითხვა
ზაზა ხატიაშვილი სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის შესაძლო არჩევას აპროტესტებს
გახმაურებული საქმეების მოსამართლის გარშემო მორიგი საპროტესტო ტალღა გორდება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოში ლევან
წაკითხვა
|