| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182796.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 სუამ-ის ქვეყნებმა შესაძლოა, თავისუფალი სავაჭრო ზონა შექმნან
გამოქვეყნებულია 2017-10-09 10:58:00
„წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობით, სუამ-ის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრების შეხვედრა კიევში. მთავრობის ხელმძღვანელებმა მისცეს ახალი ბიძგი და იმპულსი სუამ-ის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას“, - მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საიუბილეო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაციის ფარგლებში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხება. „ეს იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი ასევე სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, განხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რათა სატრანსპორტო კორიდორი გახდეს ეფექტური და ცნობადი გლობალური მასშტაბით. „სატრანსპორტო კორიდორს შეუძლია მხოლოდ სიკეთის, სტაბილურობის და განვითარების მოტანა მთლიანად რეგიონისთვის. ამ თანამშრომლობისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიწვევთ როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ყველა დაინტერესებულ მხარეს“, - განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებით შესაბამის საიმპლემენტაციო შეთანხმებების გაფორმებაზე მუშაობა და წლის ბოლომდე პროცესის დასრულდება შესაძლებელი იქნება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას უმასპინძლეს.
წაკითხვა
სუამის საიუბილეო სხდომა თბილისში - რა შედეგით დასრულდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
სამომავლო გეგმები და გასული 20 წლის შეჯამ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
სუამის საიუბილეო მინისტერიალი - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე
მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკით
წაკითხვა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვეულია, ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს
მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის დარღვეული და ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს, - ა
წაკითხვა
პავლო კლიმკინი - 20 წლის წინ ოთხი ქვეყანა გავერთიანდით, ბევრს არ სჯეროდა, რომ ხანგრძლივად ვითანამშრომლებდით, თუმცა 20-წლიანი თანამშრომლობა შედგა
ჩვენი მთავარი პრობლემა ტერიტორიული მთლიან
წაკითხვა
ანდრეი გალბური - მომავალ წელს სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა მოლდოვა იქნება და მოხარულები ვართ, რომ 2018 წელს გიმასპინძლებთ
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სუამ-ის განვითარებას,- ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმ
წაკითხვა
საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი.
წაკითხვა
|