| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183160.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მკვეთრად განსხვავდება ჩეხეთის მთავრობის პოზიციისგანთამთა რუხაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-11 00:03:00
ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის სკანდალურ განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. „ზემანის გამოსვლა ევროსაბჭოში მკვეთრად განსხვავდება ჩვენი პოზიციისგან და პრეზიდენტს ჩეხეთის მთავრობისგან მანდატი არ ჰქონდა“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ვასლავ კლაუსმა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ქვეყანა საერთაშორისო სამართლის დაცვის მომხრეა. პრემიერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაკავშირებულია მინსკის შეთანხმების შესრულებასთან, ამ შეთანხმების უგულებელყოფა კი, დაუშვებელია. ჩეხეთის პრეზიდენტი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წინადადებით გამოვიდა, რომ უკრაინას რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაკარგვის სანაცვლოდ ან ფულადი კომპენსაცია შესთავაზონ ან ენერგომატარებლების მიწოდება. „ჩემი აზრით, უნდა დაწესდეს უკრაინის მისამართით კომპენსაცია ან ფინანსური ფორმით, ან ენერგომატარებლების მიწოდების გზით“ - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა. ზემანმა აღნიშნა, რომ მისთვის ყირიმის ანექსია უკანონო ქმედებაა, თუმცა დაამატა, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. „ყირიმი - ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ანექსიაა, ეს დასრულებული საქმეა“ - განცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა. ზემანმა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც გააკრიტიკა. ამასთან ზემანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა.
წაკითხვა
ევროსკეპტიკოსების რიცხვი იზრდება - რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიმდინარე პროცესებმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე
ევროსკეპტიკოსების ჯგუფს კიდევ ერთი ქვეყან
წაკითხვა
ჩეხეთის პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა
ჩეხეთის პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა
წაკითხვა
ჩეხეთში, საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა
ჩეხეთში, საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა.
წაკითხვა
საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში - ახალი პრემიერი, შესაძლოა, მილიარდერი ანდრეი ბაბიში გახდეს
ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, სისხლის სამართლის გამოძიების ფიგურანტი და სკანდალური განცხადებებით ცნობილი, მილიარდერი ანდრეი ბაბ
წაკითხვა
ჩეხი ევროპარლამენტარები ჩეხეთის პრეზიდენტს უკრაინისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ
ჩეხი ევროპარლამენტარები ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს უკრაინისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ინ
წაკითხვა
უკრაინის პრემიერი ჩეხეთის პრეზიდენტზე - ჯანმრთელი ადამიანი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ
წაკითხვა
უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს - რა გამოხმაურება მოჰყვა ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებას
უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს,
წაკითხვა
|