| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185097.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ჩეხეთში, საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვალევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-22 11:05:00
ჩეხეთში, საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 100% და ბაბიშის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 30 % მიიღო. 63 წლის მილიარდერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ევროსკეპტიკური გზავნილებით გამოდიოდა. გამარჯვების შემდეგ ბაბიშმა განაცხადა, რომ ჩეხეთი ევროკავშირში თანამოაზრეების ძებნას დაიწყებს, რომლებიც პრაღის მსგავსად მხარს უჭერენ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას. ამავე დროს, ის ჩეხეთში ერთიანი ევროპული ვალუტის - ევროს შემოღების წინააღმდეგია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ცენტრისტ-მემარჯვენე „სამოქალაქო დემოკრატიის პარტიას“ ელექტორატის 11.32 % მიემხრო, მესამე იყო „მეკობრეების პარტია“ -10,72 პროცენტით. სულ, ჩეხეთის ახალ პარლამენტში რვა სუბიექტი მოხვდება. ჯერ უცნობია, რომელ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბებს ბაბიში მმართველ კოალიციას. ანდრეი ბაბიში ჩეხეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი მოქალაქეა. მისი ქონება 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის ფლობს ფარმაცევტულ, კვების მწარმოებელ და მედია კომპანიებს. ბოლო პერიოდში, მილიარდერის სახელი არაერთ სკანდალში ფიგურირებდა. ოქტომბერში მას ჩეხეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუწია, რადგან მას გადასახადებისთვის თავის არიდებასა და თაღლითობაში დასდეს ბრალი. საქმე ეხება ევროკავშირისგან 2 მილიონი ევროს ოდენობით სუბსიდიის უკანონოდ მიღებაში. ამასთან, ბაბიშს წარსულში ყოფილი ჩეხსოლოვაკიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშიც ადანაშაულებენ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა.
წაკითხვა
ევროსკეპტიკოსების რიცხვი იზრდება - რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიმდინარე პროცესებმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე
ევროსკეპტიკოსების ჯგუფს კიდევ ერთი ქვეყან
წაკითხვა
ჩეხეთის პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა
ჩეხეთის პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა
წაკითხვა
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მულტიმილიონერი კანდიდატის მოძრაობამ გაიმარჯვა
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსის, მულტიმილიონერი ანდრეი ბაბიშის მოძრაობა ANO-მ
წაკითხვა
საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში - ახალი პრემიერი, შესაძლოა, მილიარდერი ანდრეი ბაბიში გახდეს
ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, სისხლის სამართლის გამოძიების ფიგურანტი და სკანდალური განცხადებებით ცნობილი, მილიარდერი ანდრეი ბაბ
წაკითხვა
ჩეხი ევროპარლამენტარები ჩეხეთის პრეზიდენტს უკრაინისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ
ჩეხი ევროპარლამენტარები ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს უკრაინისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ინ
წაკითხვა
უკრაინის პრემიერი ჩეხეთის პრეზიდენტზე - ჯანმრთელი ადამიანი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ
წაკითხვა
უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს - რა გამოხმაურება მოჰყვა ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებას
უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს,
წაკითხვა
|