საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185067.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

936

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მულტიმილიონერი კანდიდატის მოძრაობამ გაიმარჯვა

სალომე თორაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-22 02:12:00

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსის, მულტიმილიონერი ანდრეი ბაბიშის მოძრაობა ANO-მ გაიმარჯვა. მას საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეთა 29.64%-მა დაუჭირა მხარი. წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვედა პალატაში მანდატების მოპოვება სულ 9 პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო. მეორე ადგილზეა „სამოქალაქო დემოკრატიული პარტია“ - 11.32 %. დანარჩენი 7 პარტიის შედეგები ასე გამოიყურება:​პირატული პარტია - 10;79%; მოძრაობა "თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია" - 10.64%; კომუნისტური პარტია - 7.76%; სოციალ-დემოკრატები - 7.27%; დემოკრატიული ქრისტიანები -5.8%; მოძრაობა TOP 09 - 5.31%; მოძრაობა STAN - 5.18%.

გამარჯვებული პარტიების ლიდერთა უმეტესობამ უკვე გამოთქვა მზაობა, ორშაბათიდანვე დაიწყონ მოლაპარაკებები კოალიციის ჩამოსაყალიბებლად. პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა პარტიებს მოლაპარაკებების საწარმოებლად მაქსიმალური, 30 დღიანი ვადა მისცა. არჩევნებზე აქტივობამ 60% შეადგინა. მონაწილეობა სულ 5.06 მილიონმა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.

ევროკავშირისადმი კრიტიკულად განწყობილი ანდრეი ბაბიში მოსახლეობას პირდება, რომ ჩეხეთში ლტოლვილებს არ მიიღებს, გადასახადებს შეამცირებს და კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს შეცვლის, თუმცა ის თავად ფინანსურ მაქინაციებშია ბრალდებული.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჩეხეთში, საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა
ჩეხეთში, საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა
ჩეხეთში, საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა.
წაკითხვა
საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში - ახალი პრემიერი, შესაძლოა, მილიარდერი ანდრეი ბაბიში გახდეს
საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში - ახალი პრემიერი, შესაძლოა, მილიარდერი ანდრეი ბაბიში გახდეს
ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, სისხლის სამართლის გამოძიების ფიგურანტი და სკანდალური განცხადებებით ცნობილი, მილიარდერი ანდრეი ბაბ
წაკითხვა
ჩეხეთის პოლიცია მილიარდერი ბაბიშისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს
ჩეხეთის პოლიცია მილიარდერი ბაბიშისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს
ჩეხეთის პოლიციამ ქვეყნის პარლამენტს გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც პრემიერ-მინისტრობის
წაკითხვა