საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185822.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

486

ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-10-26 22:52:00

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი „თეთრ ქვეჯგუფში“ დასრულდა,სადაც ორი ტურის შემდეგ ერთი ნახევარფინალისტი იყო ცნობილი.

კაროლინა პლიშკოვამ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და განაღდებული ჰქონდა საუკეთესო ოთხეულში ყოფნა. ამიტომაც, ჩეხმა ბოლო ტურში ძალები დაზოგა და 3:6, 1:6 წააგო ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადიოდა ნახევარფინალში.

ნახევარფინალის მეორე საგზური გარბინ მუგურუსას და ვინუს უილიამსს უნდა გაეთამაშებინათ , რომლებსაც თითო მოგება და თითო წაგება ჰქონდათ.

პირველ სეტში პირველი ბრეიკი ესპანელმა შეასრულა, თუმცა მომდევნო გეიმში ეს უპირატესობა დაკარგა. თითქოს ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ მე-12 გეიმში უილიამსმა მეორე ბრეიკის შესრულება და სეტის მოგება შეძლო - 7:5.

მეორე სეტში მეტოქეებს არ მისდიოდათ თამაში საკუთარ მოწოდებაზე: ათი გათამაშებული გეიმიდან შვიდში ბრეიკი დაფიქსირდა. მუგურუსა სამჯერ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ 4:3-ის შემდეგ, ვერც ერთი გეიმის აღება ვეღარ შეძლო და საათი და 43 წუთი ბრძოლის შემდეგ, 5:7, 4:6 დამარცხდა. ვინუსმა რევანში აუღო ესპანელს წელს, უიმბლდონის ფინალში წაგებისთვის.

პლიშკოვა პირველი ადგილიდან გადავიდა ნახევარფინალში, უილიამსმა კი მეორე ადგილი დაიკავა. 38 წლის ამერიკელი მეხუთედ ითამაშებს წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში.

ხვალ, წითელ ჯგუფში ბოლო ტურია, სადაც კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი