საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186141.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

424

კაროლინ ვოზნიაცკიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 00:06:00

წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი გახდა. სკანდინავიელმა ეს ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. სინგაპურში ხუთ ჩატარებულ შეხვედრაში ოთხი მან ორ სეტში მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 

ვოზნიაცკის მეტოქე ფინალში ვინუს უილიამსი იყო. ამერიკელი ურთიერთშეხვედრებში 7:0-ს უგებდა დანიელს. 

ფინალურ მატჩში თითქმის სულ ინიციატივას ვოზნიაცკი ფლობდა. პირველ სეტში ის ორჯერ იგებდა ბრეიკით და ვინუსმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ 5:4-ზე დანიელმა მესამე ბრეიკი შეასრულა და სეტის მოგება შეძლო. 

მეორე პარტია ვოზნიაცკის იოლად უნდა აეღო. ის დომინირებდა კორტზე და ძალიან მალე 5:0 დაწინაურდა. სწორედ აქ დაეწყო მსოფლიოს მეექვსე ჩოგანს ჩავარდნა - უილიამსი ერთი მეორეს მიყოლებით იღებდა გეიმებს და ანგარიში 5:4 გახდა. ვოზნიაცკიმ შეძლო დროულად კონცენტრაცია და ისევე, როგორც პირველ სეტში, აქაც მეათე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რამაც კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა - 6:4, 6:4. 

ტურნირის მოგების წყალობით, ვოზნიაცკი მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდება - მასზე წინ მხოლოდ სიმონა ჰალეპი და გარბინ მუგურუსა იქნებიან. 

2017 წელს ვოზნიაცკის სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა:

- სეზონი 60 მოგებით და 21 წაგებით დაასრულა. ეს არის მისი ყველაზე მეტი მოგება 2011 წლის შემდეგ;

- დანიელმა მეოთხედ დაასრულა სეზონი მინიმუმ 60 მოგებით;

- წელს ვოზნიაცკიმ ყველაზე მეტი მატჩი მოიგო;

- ამ სეზონში ვოზნიაცკი ლიდერია TOP10-ის წევრებზე მოგებების რაოდენობით - 14;

- წელს, დანიელი ტურის ლიდერია ფინალების რაოდენობით - 8. პირველი ექვსი ფინალი მან წააგო, მაგრამ ბოლო ორში გაიმარჯვა;

- 2017 წლამდე ვოზნიაცკის არასოდეს ჰყავდა დამარცხებული რეიტინგის პირველი ნომერი, წელს კი ეს სამჯერ გააკეთა;

- ტურის ლიდერი გახდა ჰარდის საფარზე მოგებების რაოდენობით - 41.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი და „სან ანტონიოს“ კალათბურთელი ქორწინდებიან
ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი და „სან ანტონიოს“ კალათბურთელი ქორწინდებიან
დანიელი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი დაNBA-ის კლუბის "სან ანტონიოს" ცენტრი დევიდ ლი
წაკითხვა
რაფაელ ნადალი 2017 წელს პირველი ჩოგანს რანგში დაასრულებს
რაფაელ ნადალი 2017 წელს პირველი ჩოგანს რანგში დაასრულებს
ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ
წაკითხვა
ახალ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხი ადგილით დაქვეითდა
ახალ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხი ადგილით დაქვეითდა
ორშაბათს, ტრადიციულად, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რ
წაკითხვა
სიმონა ჰალეპმა სეზონი პირველი ჩოგნის რანგში დაასრულა
სიმონა ჰალეპმა სეზონი პირველი ჩოგნის რანგში დაასრულა
მას შემდეგ, რაც ჩეხმა კაროლინა
წაკითხვა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი „თეთრ ქვეჯგუფში“ დასრულდა,სადაც ორი ტურის შემდეგ ერთი
წაკითხვა
კაროლინ ვოზნიაცკიმ სინგაპურში მეორე მატჩი მოიგო
კაროლინ ვოზნიაცკიმ სინგაპურში მეორე მატჩი მოიგო
WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები დასრულდა. "წითელ ჯგუფში" გაიმა
წაკითხვა
წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირის მეო
წაკითხვა
გარბინ მუგურუსა წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა
გარბინ მუგურუსა წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა
ესპანელი გარბინ მუგურუსა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ვერსიით წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გ
წაკითხვა