| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185952.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ამერიკელმა კონგრესმენებმა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი წარადგინესგივი ბარამიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-27 18:48:00
ამერიკელმა კონგრესმენებმა თედ პომ და ჯინ გრინმა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი 23 ოქტომბერს წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რეზოლუციის პროექტში - „აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთხელ დადასტურება“ ნათქვამია, რომ საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა და ორი ქვეყნის ათასობით ჯარისკაცი მხარდამხარ მსახურობს კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. კონგრესმენები წერენ, რომ საქართველო გადამწყვეტ როლს თამაშობს კომუნიკაციის „ჩრდილოეთ დისტრიბუციის ქსელის“ ხაზში, რომელიც მხარს უჭერს ავღანეთში ნატო-ს ძალისხმევას. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის სამომავლო სტაბილურობისთვის. „საქართველო მრავალი წელია დემოკრატიული პრინციპებისა და პროგრესის მოდელია. საქართველოს მთავრობამ აჩვენა კორუფციასთან ბრძოლის, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების განვითარების სურვილი“ - წერია კონგრესმენების რეზოლუციის პროექტში. პროექტის თანახმად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ადასტურებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერის სურვილს, მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, პატივს სცემს ქართველი სამხედროების მიერ თავისუფლებისთვის გაღებულ მსხვერპლს, მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, ჰქონდეს მშვიდობიანი მიდგომა რუსეთთან უთანხმოების მიმართულებით და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, წარმომადგენელთა პალატა საქართველოს მოუწოდებს, გააძლიეროს და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, პატივი სცეს ბიზნესინვესტიციებთან დაკავშირებული მოლაპარაკების პირობებს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ქალები შრომის ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“ - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა რეზოლუცია დაამტკიცა
წაკითხვა
რუსეთის საგარეო უწყება - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება პროვოკაციული და მიუღებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შავი ზღვის რეგიონის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ
წაკითხვა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ქალაქ ბუქარესტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილ
წაკითხვა
„მივესალმებით წევრობისთვის მომზადების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“ - რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს
რეზოლუცია, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ა
წაკითხვა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სპეციალურ რეზოლუციას იღებს - რა საკითხებზეა საუბარი რეზოლუციის პროექტში
სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგ
წაკითხვა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესია გრძელდება
რუმინეთის დედაქალაქში, ნატოს საპარლამე
წაკითხვა
კახა იმნაძე - ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული რეზოლუციის წინააღმდეგ არის გააფთრებული ბრძოლა რუსეთისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან
რეზოლუციებითა და განც
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესის ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრებს უმასპინძლა
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს და ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მზადყოფნა
წაკითხვა
|