Message: simplexml_load_file(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known
Filename: helpers/front_helper.php
Line Number: 100
A PHP Error was encountered
Severity: Warning
Message: simplexml_load_file(https://www.nbg.ge/rss.php): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known
function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
A PHP Error was encountered
Severity: Warning
Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/186590.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found
მარტვილის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში პირველად, 1/2 ფინალში რანგით მესამე ლიგის გუნდმა ითამაშა. ხონის „იმერეთი“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა.
ხონელებმა სასწაული ვეღარ მოახდინეს და 0:5 დამარცხდნენ. „ჩიხურამ” პირველივე ტაიმში მეტოქის კარი სამჯერ აიღო. მე-18 წუთზე ანგარიში ლევან კაკუბავამ გახსნა, 23-ე წუთზე თავი დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩინა, ხოლო მიშიკო სარდალიშვილმა „იმერეთის” კარი მესამედ 36-ე წუთზე აიღო. მან (78-ე წუთზე) და ტატანაშვილმა (88-ე წუთი) მეორე ტაიმში დუბლი შეასრულეს, საჩხერელებმა გაიმარჯვეს და თასის ფინალში ბოლო წლებში მესამედ გავიდნენ.
ფინალში საჩხერელთა მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღესვე გაიმართება, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.