საზოგადოებრივი
104.5 FM
ვახტანგ დევდარიანი
წამყვანი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

იტალიური პიცა
წაკითხვა
პიცა - იტალიური თუ ამერიკული???
"მარგარიტა", "პროშუტო", "პეპერონი", "მექსიკა", "იტალია"... პიცა იტალიურად და ამერიკულად მზად არის!• პიცა, ჯერ ღარიბების საჭმელი იყო, შემდეგ სამეფო კერძად იქცა და ეხლა იტალიის მართლაც სავიზიტო ბარათია. არ არსებობს ამაზე უფრო სწრაფი, თან მარტივად მოსამზადებელი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამერიკელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კერძად ითვლება.• ვახო, იტალიურ პიცებს გვიცხობს. "მარგარიტა" - თხელი და ხრაშუნა ცომით, ტრადიციული პიცის სოუსით და პიტნიანი მოცარელას ბურთულებით. "პროშუტო"- პესტოს სოუსით, იტალიური ლორით და მოცარელათი. ბოსტნეულის პიცას - კარტოფილის ცომით, კლასიკური სოუსით, ბოსტნეულით და იტალიური ყველით. • თამთას პიცა ამერიკულია - "პეპერონი", "მექსიკა" და "იტალია" - ტრადიციულად, რათქმაუნდა ფუმფულა ცომით, ბევრი ლორით, ბევრი ბოსტნეულით ორნაირი სოუსით და სამნაირი ყველით.• "პეპერონი" - პიცის სოუსით, პეპერონის ძეხვით, ორნაირი იტალიური ყველით; "მექსიკა" - ბოსტნეულით, იტალიური ყველით და ცხარე ტაბასკოთი; და ბოლოს პიცა "იტალია" - ამერიკელების თვალით დანახული იტალია - თეთრი სოუსით, ყაბაყით, ხის სოკოთი და ბევრი ბლუჩიზით.
წაკითხვა
ამერიკული „ფენქეიქი“ თუ ფრანგული „კრეპი“ ???
• ტკბილი კვირა - ფუმფულა "ფენქეიქები" და კლასიკური "კრეები".• ფენქეიქები ამერიკელების ტრადიციული საუზმეა, თუმცა, სახელდახელოდ მომზადებულ ტკბილ ფენქეიქებს, ჭამის მოყვარული ამერიკელები, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ერთ ფინჯან ცხელ ყავასთან ერთად, სიამოვნებით მიირთმევენ. კლასიკური კრეპები ფურცელივი თხელი ბლინებია, რომლებსაც ფრანგები ნოყიერი შიგთავსის გასახვევად იყენებენ და ამიტომ, როგორც წესი, ძირითად კერძად ან დესერტად ითვლება.• თამთა, ტკბილ კრეპებს გვიცხობს. ფრანგულ "სუზეტს" - ფორთოხლის და კონიაკის სოუსით; კრეპებს ბევრი შოკოლადით, კარამელიზირებული ნუშით, ჟოლოს ჯემით და ალუბლის და პიტნის სოუსით. ვახო, კი მის ფავორიტ ფენქეიქებს გვიმზადებს, ალუბლით, მარწყვით, შოკოლადით, შოკოლადის კრემით, ნაღების კრემით და კარამელით. 
წაკითხვა
ქაშაყი და ბადრიჯნის სალათა კუსკუსით
წაკითხვა
ოსპის და თურქული ბადრიჯნის წვნიანი ქათმის კოფტებით
წაკითხვა
დონერ ქებაბი
წაკითხვა
ტკბილეულის დღესასწაული თურქულად - „რახათ-ლუხუმი“ და „ფახლავა“
→ გურმანიაში, თურქული გემოებში მოგზაურობა, ისევ გრძელდება. ვახო, ცხელ წვნიანს ამზადებს, ოსპის და თურქული ბარდის სქელ წვნიანს, გემრიელად შეზავებული ქათმის ქოფთებით.→ თამთა, ტკბილეულის ნამდვილ დღესასწაულს იწყობს თურქულად - ფორთოხლის, ჟოლოს და თხილიანი შოკოლადის რახათ-ლუხუმით, ციტრუსის და ნუშის ნუგბარით და რათქმაუნდა, თაფლის ტკბილი სიროფით გაჟღენთილი ფახლავით.→ გუშინ, თეკლამ, აბდულას სამზარეულოში, ანუ პატარა თბილისურ თურქეთში არომატებით გვამოგზაურა და სხვა თურქულ კერძებთან ერთად, შამფურზე შემწვარ, ტრადიციულ დონერს გაუსინჯა გემო. დღეს, თეკლა , ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ თურქულ ნუგბარს აგემოვნებს და მოგზაურობას, ტრადიციისამებრ, თურქული შავი ჩაით ასრულებს.
წაკითხვა
თურქული არომატი - „დონერ ქებაბი“ და „რევანი“ - ციტრუსის და ნუშის ნუგბარი თურქულად
→ გურმანიაში, თურქული სამზარეულოს, აღმოსავლური არომატი ტრიალებს. თამთა და ვახო, ტრადიციულ და ჩვენთვის კარგად ნაცნობ თურქულ კერძებს გვიმზადებენ - დონერ ქებაბს; გამომცხვარ ქაშაყს ბადრიჯნის სალათით და მაწვნის სოუსით; ოსპის და თურქული ბარდის სქელ წვნიანს, ქათმის გემრიელი ქოფთებით; რევანს - ციტრუსის და ნუშის ნამცხვარს; რახათ-ლოხუმს და ფახლავას;→ გურმანიას ახალი წევრი, თეკლა, კი თბილისიდან გაუსვლელად, იწყებს თურქეთის გაცნობას. ამაში თურქი მასპინძელი აბდულა გვეხმარება, რომელიც საკუთარ სამზარეულოში, ანუ პატარა თბილისურ თურქეთში, გვიწევს გიდობას და საკუთარ სამშობლოს, მხოლოდ გემოების და არომატების დახმარებით გვაცნობს. 
წაკითხვა
პენეს პასტა არყის სოუსით და ქათამი მოცარელათი იტალიურად
წაკითხვა
ბადრიჯანი ოსპით და ბოსტნეულის ''ფირფიტები''
წაკითხვა
ტკბილი დასასრული - შოკოლადის და ალუბლის ტორტი
• ვახშამი - ბოსტნეულის "ფრიტერები", ბადრიჯნის ნავები ოსპით და ქიშმიშით; დღის დესერტი - შოკოლადის და ალუბლის ტორტი;• სასარგებლო საუზმის, სრულფასოვანი სადილის შემდეგ, ვახო შედარებით მსუბუქ ვახშამს გვიმზადებს, ბოსტნეულით სავსე "ფრიტერებს" და ბადრიჯნის ნავებს ოსპის, ბრინჯის და ქიშმიშის შიგთავსით; • ყველას გვიყვარს გემრიელი ვახშმის შემდეგ გემრიელი დესერტი! მისი მომზადება იმაზე ნაკლებ სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის ვიდრე ჭამა, მითუმეტეს, როცა აცხობ თხილიანი შავი შოკოლადის და ალუბლის ტორტს, პიტნის კრემით და თეთრი შოკოლადის განაშით - თამთას დღის ყველაზე ტკბილი დასასრული.
წაკითხვა
სადილი იტალიურად
• თამთას საუზმე - ტკბილი შვრია და ვახოს სადილი იტალიურად!• როგორი უნდა იყოს საუზმე? - აუცილებლად სასარგებლო და ვიტამინებით სავსე! სადილი - ნოყიერი და სრულფასოვანი! ვახშამი - შედარებით მსუბუქი და ჯანსაღი! დღის დესერტი - ტკბილი და გემრიელი.• შვრია - თამთას იდეალური საუზმეა, განსაკუთრებით, როცა აგემრიელებს თაფლით, რძით, თხილეულით, ხილით, კენკრით, ჯემით, დარიჩინის არომატით... მართლაც, დღის გემრიელი და ჯანსაღი დასაწყისია.• ვახოს მომზადებული სრულფასოვანი სადილი იტალიურად, ეს არის პენეს პასტა არყის სოუსით, ოქროსფრად მობრაწული ქათამი პომიდვრის სოუსით და ბევრი მოცარელათი.
წაკითხვა
პრასის კრემსუპი ღვინის არომატით
წაკითხვა
ზღვის პროდუქტები ღვინთ და ყველის სოუსით
წაკითხვა
ხილის და ტკბილი ღვინის დესერტი
წაკითხვა
მთვრალი კერძები - ხბოს სტეიკი ღვინის სოუსით და მსხალი ღვინოში
۞  ღვინით თუ ღვინოში?! - გურმანიას სამზარეულოში ღვინის არომატი ტრიალებს.   ۞  თამთამ, ხბოს სტეიკი მობრაწა,  გარნირისთვის ხის სოკო ჩაშუშა და ამ ყველაფერს მუკუზანით მომზადებული სოუსი მოასხა. ხორცი, სოკო და წითელი მშრალი ღვინო - აი ეს არის ინგრედიენტების და ღვინის სწორი და ჰარმონიული შეხამება.۞  ვახომ, პრასის კრემსუპი მოგვიმზადა, ბეკონით, ობიანი ყველით, რძით, ქისით და რქაწითელით. კახურმა თეთრმა ღვინომ განსაკუთრებით გააძლიერა წვნიანში შემავალი ინგრედიენტების არომატი და კიდევ უფრო ჰარმონიული გახადა იგი.۞  გემრიელი დღის ტკბილი დასასრული - თამთას მთვრალი დესერტი - ტვიშში მოხარშული მსხალი ნაღების კრემით. 
წაკითხვა
ღვინო სადილთან თუ ღვინო სადილში?! ზღვის პროდუქტები თეთრი მშრალი ღვინის არომატით და ხილის დესერტი წითელი ტკბილი ღვინის სოუსით
۞  ვახო გვიმზადებს ზღვის პროდუქტებს - წითელ სნეპერს და კალრმარს თეთრი ღვინით, სამნაირი ყველის - ირლანდიური ჩედარის, ფრანგული ბლუჩიზის და იტალიური პარმეზანის სოუსს ტვიშით და ბოსტნეულის გარნირს ბალზამიკოს არომატით.۞  თამთამ მიდიები ჩაშუშა თეთრ მშრალ ღვინოში და გამოაცხო თეთრ ღვინოშივე მოზელილი პური, ჯავზის სანალებლით. კერძში თეთრი ღვინის, ზღვის პროდუქტების და ხორბლის სწორი და კლასიკური შეხამება გვაქვს.۞  დღის დასასრულს ვახომ ხილის დესერტი მოგვიმზადა - ფენოვან ცომზე ნახევრად გამომცხვარ ვაშლს და ბანანს, წინასწარ მომზადებული ვანილის და წითელი ღვინის სოუსი მოასხა და ამ ტკბილ სოუსთან ერთად დაასრულა ღუმელში. ტკბილმა ღვინომ კიდევ უფრო პიკანტური არომატი შესძინა ხილის ნამცხვარს.
წაკითხვა
ცხარე ენჩელადა მექსიკურად (რეცეპტი)
წაკითხვა