უზბეკური გემოები - ბრინჯი ხორცით და ბაქლავა
• ბრინჯი ხორცით, ბრინჯი თაფლით, ხბოს წვნიანი ნივრიანი პურით, ბაქლავა, ჩაკ-ჩაკი - ძველი და საინტერესო კერძების არასრული ჩამონათვალი, საოცრად გურმანი და სტუმართმოყვარე უზბეკების, ტრადიციული სამზარეულოდან.• ვახომ, პირველ კერძად მოგვიმზადა "ქოვურმა შურვა" - ხბოს წვნიანი, ცხარე მწვანე წიწაკით და მწვანე ვაშლით. ღუმელში გამოაცხო ნივრის და ხახვის არომატული პური "ობი ნონი" და წვნიანთან ერთად გემრიელად მიირთვა.• თამთას დესერტი ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი ბაქლავაა, უზბეკური რეცეპტით - ხრაშუნა ცომი, მოხალული ნიგოზით და თაფლის ტკბილი სანამით.• ვახომ დღე, საკმაოდ ნოყიერად დაასრულა და მოამზადა "მოშკიჩირი" - ეს არის ფლოვი საქონლის ხორცით და წითელი ლობიოთი.
წაკითხვა