საზოგადოებრივი
104.5 FM
ვახტანგ დევდარიანი
წამყვანი
g 0 Posts
g 0 Views

სიახლეები

ქათამი ციტრუსების, ბალზამიკოს და როზმარინის სოუსით (რეცეპტი)
წაკითხვა
გამომცხვარი ორაგული კუსკუსით (რეცეპტი)
წაკითხვა
ზამთრის გემო - ცხელი კერძები და ციტრუსების არომატი
• გურმანიას სამზარეულოში ნამდვილი ზამთრის სურნელი ტრიალებს. • თამთამ დღე ცხელი წვნიანით დაიწყო და მოამზადა სეზონური გოგრის და კომშის კრემ-სუპი. გამოაცხო ბაგეტის ფორმის ყველიანი პური. • ვახომ ორაგული მოამზადა, თაფლის და ციტრუსის სოუსით, გარნირად მოუმზადა ბოსტნეულის და ციტრუსების არომატებით გაჯერებული კუსკუსი. • დღის ბოლოს, თამთამ დესერტიც მოგვიმზადა - თაფლის კექსი, კარამელიზირებული წითელი ფორთოხლით, ლიმონით და ბროწეულით.
წაკითხვა
როცა გარეთ ზამთარია - დარიჩინის სურნელი
• ცხელი კერძები, ციტრუსების გემო და დარიჩინის სურნელი, ყველაფერი ის რაც ზამთარს უხდება ♥• ვახო ღორის ჩალაღაჯს ამზადებს ჩათუშულ ბოსტნეულთან, წითელი ღვინის და ფორთოხლის სოუსთან ერთად. წვავს ქათამს, ბალზამიკოს, როზმარინის და ციტრუსების სოუსით, გარნირად კი მწვანე სალათი, ბრინჯი და ციტრუსი;• თამთას დესერტი ყველაზე ზამთრულია - ღვეზელი - ხრაშუნა ცომი ვაშლით, მაყვლით და დარიჩინის არომატით.
წაკითხვა
ქათმის ფრთები ტეხასურად (რეცეპტი)
წაკითხვა
ტომიამის წვნიანი (რეცეპტი)
წაკითხვა
გურმანია - მალამანი (რეცეპტი)
წაკითხვა
საცივის და ბევრი ალკოჰოლის შემდეგ - ნაბახუსევის უებარი წამალი
• ვახომ დღე  წვნიანით დაიწყო და აზიურ ვოკში მრავალფეროვანი გემოებით დატვირთული, ტაილანდური ტომიამის წვნიანი მოამზადა და როგორც ამბობს, ის ნაბახუსევის უებარი წამალია.• ქათმის შემწვარი ფრთები ტეხასურად, ორნაირი სოუსით - ცხარე წიწაკის და არაჟნით და ობიანი ყველით. • თამთას ძალიან მსუბუქი და მარტივად მოსამზადებელი სალათი - ფრანგული ბრის ყველით და ჟოლოს ჯემით.
წაკითხვა
ნაახალწლევს - მსუბუქი მენიუ
• ბევრი ალკოჰოლის, მადისაღმძვრელ, მაგრამ საკმაოდ მძიმე სადღესასწაულო კერძების შემდეგ, ვახომ  და თამთამ მენიუ შეამსუბუქეს. • თამთამ, პირველ რიგში, ჯანსაღი და გემრიელი მუხუდოს წვნიანი მოამზადა, პიტას პურით, რომელიც განსაკუთრებულად მოუხდა მუხუდოს არომატულ წვნიანს. • ვახომ პომიდორის ცხელი კერძი, მოროკოული მალამანი, ოღონდ ქართულად, საქონლის ძეხვით, კვერცხით და ქართული სულგუნის ყველით. • თამთას დღევანდელი დესერტი ყველაზე მსუბუქი, ჩაისთან მისაყოლებელი, ბანანის და ციტრუსის უგემრიელესი კექსია.
წაკითხვა
პირველი პირველზე - რუსთაველის თეატრი და სპექტაკლ "ხანუმას" იუბილე
ლეილა ძიგრაშვილი, ლეილა სიყმაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, ნანა ფაჩუაშვილი, მარი მალაზონია, თამთა კიკალიშვილი, ვახო დევდარიანი.
წაკითხვა
გურმანია ბაკურიანში - ტრადიციული კერძების არატრადიციული ვარიაციები
• გარეთ თოვლი, სახლში სითბო და ულამაზესი ნაძვის ხე. • ვახოს და თამთას განსაკუთრებული სადღესასწაულო სამზადისი განსაკუთრებული სტუმრებისთვის. • ტრადიციული კერძების არატრადიციული ვარიაციები. • ბუხარშივე შებრაწული მწყერი საცივისთვის, შამფურზე შემწვარი გოგრა და საქონლის სუკი. პოლენტას ელარჯი, შებოლილი ყველით და პარმაზანით. • დესერტი - ღვინის, ხილის და ყველის კლასიკური კომბინაცია - შავ ღვინოში მოხარშული მსხალი გორგონძოლას კრემით და დარიჩინით. 
წაკითხვა
ბედობა ბაკურიანში - სამზარეულო ღია ცის ქვეშ
• ბევრი თოვლი, ბევრი გემრიელი საჭმელი და სადღესასწაულო განწყობა გურმანიასთან ერთად. • ღია ცის ქვეშ მოწყობილი სამზარეულო და მაყალზე მომზადებული ნოყიერი კერძები. • ვახოს შემწვარი ქათმის სატე მიწის თხილის სოუსით და თამთას მომზადებული დესერტი, კარამელიანი ზეფირები ხრაშუნა ორცხობილით და ალკოჰოლიანი სასმელი "ეგ ნოგი".
წაკითხვა
ღორის ბარკალი ჩირით და ტკბილი სოუსით (რეცეპტი)
წაკითხვა
ქათამი ბრინჯის და გარგრის სატენით (რეცეპტი)
წაკითხვა
საახალწლო სამზადისი. მეორე ნაწილი
• საახალწლო სამზადისი გრძელდება! ვახო, ამჯერად, ქათამს აცხობს ღუმელში, ბრინჯის და გარგრის არომატული სატენით და სანელებლებით შეზავებული კარტოფილის გარნირით. • თამთა ჯინჯერის ორცხობილის სახლს აშენებს, ისეთივე ჯადოსნურს და ზღაპრულს როგორიც საახალწლო განწყობილებაა.
წაკითხვა
საახალწლო სამზადისი. პირველი ნაწილი
• გურმანიას სამზარეულოში საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. ვახო და თამთა სადღესასწაულო სამზადისში არიან. • ვახო ღორის ხორცს აცხობს ჩირეულით და თაფლის სოუსით, გარნირად უმზადებს მობრაწულ კარტოფილის ნავებს არაჟნის, ჩედარის და შაშხის გულსართით. • თამთას დესერტი განსაკუთრებულად ტკბილი და ნოყიერია. ცომის პატარა გუნდები, დატვირთული მრავალფეროვანი გემოებით, ხილით, ჩირეულით, თხილეულით და ბევრი კარამელით.
წაკითხვა
საქონლის ველინგტონი (რეცეპტი)
წაკითხვა
გოჭის გვირგვინი (რეცეპტი)
წაკითხვა