მანევრები შავ ზღვაში, ამერიკული ხომალდების მონაწილეობით / 20-კილომეტრიანი საცობი ბრიტანეთში
კომუნიკატორი | 25 ივლისი, 2016
► ტერაქტი ქაბულის შიიტურ უბანში - 80 დაიღუპული და 200-მდე დაშავებული - მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო; ► სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე ინდუსტრიული კომპლექსის ტერიტორია დაიკავეს; ► ჩინეთის ჩრდილოეთში ერთი დღის მანძილზე ნალექის წლიური ნორმა მოვიდა, რამაც წყალდიდობა და მსხვერპლი გამოიწვია. დაღუპულია 150-ზე მეტი, დაკარგულად კი 120 ადამიანი ითვლება; ► ერთობლივი საზღვაო მანევრები შავ ზღვაში, ოდესასთან, ამერიკული სამხედრო ხომალდების მონაწილეობით; ► ბრიტანეთში, დოვერის პორტთან 20-კილომეტრიანი საცობი წარმოიშვა, რაც საფრანგეთის საზღვარზე გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლითაა გამოწვეული; ► დალასის აეროპორტის უსაფრთხოების კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს თუ როგორ შედის გარეშე პირი აეროპორტის აკრძალული ზონების გავლით თვითმფრინავის კიბემდე, კონტროლის გავლის გარეშე.
წაკითხვა