"ბევრ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ აღიარების მეშინია" - გურამ შეროზიას სტუმარ-მასპინძლობა
სტუმარ-მასპინძელი | 17 აპრილი, 2017
გურამ შეროზია პირადი ბლოგიდან გავიცანით. მას შემდეგ, მისი მისამართით გამოჩენილი ყურადღება იზრდება. არ უარყოფს, რომ პოპულარულობა უნდოდა და ბლოგი ამისთვის იდეალურ საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, წერა მისი ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილია. მარკეტოლოგი, მენეჯერი, ლექტორი - ეს მისი რეგალიების მცირე ჩამონათვალია. მისი პერსონით ჩვენც დავინტერესდით და სახლში ვესტუმრეთ. ასე რომ, პროექტ "სტუმარ-მასპინძლის" შემდეგი სტუმარი ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზიაა. გადაცემა "სტუმარ-მასპინძელი" Vogue-ის ცნობილი პროექტის ქართული ანალოგია. საინტერესო და ზოგჯერ უცნაური კითხვებით სხვადასხვა ცნობილ ადამიანს სახლში ვესტუმრებით და მათ განსხვავებულ ამპლუაში გიჩვენებთ. აქ ყველაფერი მარტივადაა. გადაცემის ავტორი, წამყვანი, ოპერატორი და მემონტაჟე ერთი პერსონაა. მიზანი - ადამიანის განსხვავებული რაკურსით ჩვენებაა. აქ შეგიძლია მოწყდე ყოველდღიურ რეალობას და შენთვის საინტერესო ადამიანები ახალი კუთხით აღმოაჩინო.
წაკითხვა