მუსიკალური ნოემბერი თბილისში - საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | 18 ივლისი, 2017
საზოგადოებრივი
მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს და კონკურსში
მონაწილეობის მისაღებად იწვევს 9-დან 14 წლამდე სოლისტებს და მუსიკალურ
ჯგუფებს. ერთი სიმღერა
საკუთარი რეპერტუარიდან, ცოტა მონდომება, დიდი სურვილი და შენ კომპეტენტური
ჟიურის რჩეული ხდები. ჩაერთე კონკურსში, 17 ივლისიდან პირველ სექტემბრამდე
გამოაგზავნე ელ. მისამართზე - [email protected] ან მოიტანე
საზოგადოებრივზე: სიმღერა (საკუთარი რეპერტუარიდან), ფოტო, ბიოგრაფია და
მიუთითე საკონტაქტო ნომერი. გამოიყენე შანსი გახდე საუკეთესო საუკეთესოთა
შორის, სპეციალურად შენთვის შეიქმნება ახალი სიმღერა და ამ სიმღერით
წარადგინე საქართველო ევროპის ყველაზე დიდ, საბავშვო მუსიკალურ
დღესასწაულზე.„ევროვიზია ჯუნიორს“ წელს საქართველო მასპინძლობს.დამატებითი ინფორმაციია იხილეთ eurovision-georgia.ge დაგვიკავშირდით - 2409110
წაკითხვა